ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მხარეები ადასტურებენ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცულობას

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით, ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, რომლის დაცვასაც უკრაინული და რუსული მხარეები ადასტურებენ.

მხარეები ადასტურებენ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცულობას
მხარეები ადასტურებენ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცულობასრადიო თავისუფლება

"ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა. უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2026 წლის 27 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დილის 4:00 საათზე. ცეცხლის შეწყვეტის გეოგრაფიული არეალი ხერსონის ოლქში გასცდა ოლეშკის, ხერსონის ოლქის ფარგლებში, ჰუმანიტარული კოლონების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის", - დაწერა 27 ოქტომბერს აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა პლატფორმა X-ზე და აგრეთვე აღნიშნა, რომ აღნიშნული "დაადასტურა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი ვასილიევიჩმა (გერასიმოვი - რ.თ.)". მელანია ტრამპი უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ფონზე ცეცხლის შეწყვეტის ლოკალურად ამოქმედებაზე შეთანხმების მედიატორია.

სამშაბათს ცეცხლის შეწყვეტის პირობების "სრულად დაცულობა" დაადასტურა უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა. ის ცეცხლის შეწყვეტის დაწყების დროდ კიევისა და მოსკოვის დროებს უთითებს. ლუბინეცმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"27 ოქტომბრის 17:30 საათისთვის უკრაინა და რუსეთი იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ჰუმანიტარულ მისიასთან დაკავშირებულ არეალებში.

ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა დღეს კიევის დროით, 03:00 საათზე და მოსკოვის დროით, 04:00 საათზე. ის ძალაში იქნება 1-ლი ნოემბრის 22:59 საათამდე. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა არც ერთი მხრიდან მომხდარა.

ჰუმანიტარულ მისიას ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისარ იანა ლანტრატოვასთან ერთად, აშშ-ის პირველი ლედის შუამავლობითა და კოორდინაციით".

დმიტრო ლუბინეცი იმედს გამოთქვამს, რომ "ყველაფერი გაგრძელდება შეთანხმებული გეგმის მიხედვით და შესაძლებლობა მოგვეცემა დავეხმაროთ ოლეშკის მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან დახმარებას".

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია "პირველ არხს" განუცხადა, რომ "ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც ამერიკელების, კერძოდ - მელანია ტრამპის წარმომადგენლების, შუამავლობით შეთანხმდა".

ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებასა და მოსახლეობის ევაკუაციის პირობების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა პინა პიჩერნომ.

უკრაინის ქალაქ ოლეშკის რუსეთი აკონტროლებს 2022 წლიდან. მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოსახლეობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა - დრონებით მიტანილი სისტემატიური იერიშების გამო. ოლეშკიში შექმნილი ვითარების გამო, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე ათი დღის ადრე რომის პაპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მოუწოდა ოლეშკის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების პირობების შექმნისკენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებენ
  3. ფორმულაოპოზიციურიუკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
  4. იმედინიუსისამთავრობოუკრაინის ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
  5. რუსთავი 2სამთავრობო​"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, პროცესი დაგეგმილზე ორი დღით ადრე დაიწყო" - მელანია ტრამპი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა. უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2026 წლის 27 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დილის 4:00 საათზე. ცეცხლის შეწყვეტის გეოგრაფიული არეალი ხერსონის ოლქში გასცდა ოლეშკის, ხერსონის ოლქის ფარგლებში, ჰუმანიტარული კოლონების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის“
მელანია ტრამპი
„27 ოქტომბრის 17:30 საათისთვის უკრაინა და რუსეთი იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ჰუმანიტარულ მისიასთან დაკავშირებულ არეალებში. ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა დღეს კიევის დროით, 03:00 საათზე და მოსკოვის დროით, 04:00 საათზე. ის ძალაში იქნება 1-ლი ნოემბრის 22:59 საათამდე. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა არც ერთი მხრიდან მომხდარა. ჰუმანიტარულ მისიას ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისარ იანა ლანტრატოვასთან ერთად, აშშ-ის პირველი ლედის შუამავლობითა და კოორდინაციით“
„ყველაფერი გაგრძელდება შეთანხმებული გეგმის მიხედვით და შესაძლებლობა მოგვეცემა დავეხმაროთ ოლეშკის მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან დახმარებას“
დმიტრო ლუბინეცი
„ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც ამერიკელების, კერძოდ - მელანია ტრამპის წარმომადგენლების, შუამავლობით შეთანხმდა“
დმიტრი პესკოვი
„დაადასტურა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი ვასილიევიჩმა (გერასიმოვი - რ.თ.)“
მელანია ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
​"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, პროცესი დაგეგმილზე ორი დღით ადრე დაიწყო" - მელანია ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები