მელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს უმასპინძლა
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს უმასპინძლა და ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთვის პირადი წერილები გადასცა. შეხვედრა ქალაქ ოლეშკიში განხორციელებულ ჰუმანიტარულ მისიასა და ცეცხლის შეწყვეტას მიეძღვნა.

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მიიღო. შეხვედრა ჰუმანიტარულ საკითხებსა და ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში განხორციელებულ წარმატებულ ჰუმანიტარულ მისიას მიეძღვნა.
უკრაინულ მხარეს შეხვედრაზე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია და უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრო ლუბინეცი წარმოადგენდნენ. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში კი ომბუდსმენი იანა ლანტრატოვა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი იყვნენ.
შეხვედრისას მელანია ტრამპმა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთვის პირადი წერილები გადასცა დავით არახამიასა და კირილ დმიტრიევს.
„ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გარეშე. მათმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესის დასაჩქარებლად“, - განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ.
მანამდე თეთრმა სახლმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მელანია ტრამპმა „საკუთარი ინიციატივით წამოიწყო დიალოგი ორ მეომარ მხარეს შორის და ცეცხლის შეწყვეტას წარმატებით მიაღწია“.
„ეს მიღწევა აშშ-ის პირველი ლედის მხრიდან უპრეცედენტო დიპლომატიურ ინიციატივას წარმოადგენს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გარეშე. მათმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესის დასაჩქარებლად“
„საკუთარი ინიციატივით წამოიწყო დიალოგი ორ მეომარ მხარეს შორის და ცეცხლის შეწყვეტას წარმატებით მიაღწია“
„ეს მიღწევა აშშ-ის პირველი ლედის მხრიდან უპრეცედენტო დიპლომატიურ ინიციატივას წარმოადგენს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…