ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებენ
ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, რასაც უკრაინის გენშტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებენ. ჰუმანიტარული შეთანხმება მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის გუნდის შუამავლობით შედგა.
უკრაინაში ომი კვლავ გრძელდება - ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებენ.
მხარეებს შორის ჰუმანიტარული შეთანხმება აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის გუნდის შუამავლობით შედგა. მიზანი მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება და ევაკუაციაა.
გეგმის მიხედვით, რუსულმა მხარემ დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელი გზები უნდა განნაღმოს, 29 ოქტომბრიდან კი უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები, ამერიკელი ჟურნალისტების თანდასწრებით, მოქალაქეების გაყვანას დაიწყებენ.
ადგილობრივებს საშუალება ექნებათ, სურვილისამებრ, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ან რუსეთში გადავიდნენ. ქალაქში ომამდე 24 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად კი 2 ათასამდე პირი რჩება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაუკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
უკრაინის ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
მხარეები ადასტურებენ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცულობას
"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, პროცესი დაგეგმილზე ორი დღით ადრე დაიწყო" - მელანია ტრამპი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…