პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Bloomberg: პუტინი APEC-ის სამიტზე სი ძინპინისა და ტრამპის გვერდით გამოჩნდა და ამით დასავლეთის მცდელობას, მისი საერთაშორისო იზოლაციისთვის მიეღწია, მნიშვნელოვანი პასუხი გასცა

ვლადიმერ პუტინი APEC-ის სამიტის „ოჯახურ ფოტოზე“ 9 წლის შემდეგ პირველად, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის გვერდით გამოჩნდა, რაც Bloomberg-ის შეფასებით, დასავლეთის მიერ მისი იზოლირების მცდელობებზე მნიშვნელოვანი პასუხია.

Bloomberg: პუტინი APEC-ის სამიტზე სი ძინპინისა და ტრამპის გვერდით გამოჩნდა და ამით დასავლეთის მცდელობას, მისი საერთაშორისო იზოლაციისთვის მიეღწია, მნიშვნელოვანი პასუხი გასცა
იმედინიუსი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი APEC-ის ლიდერების ტრადიციულ „ოჯახურ ფოტოზე“ ცხრა წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის გვერდით მისი დგომა, Bloomberg-ის შეფასებით, მნიშვნელოვანი პასუხია დასავლეთის მცდელობებისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის იზოლირება მოეხდინა.

ფოტოზე სი ძინპინს ერთ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ედგა, მეორე მხარეს კი ვლადიმერ პუტინი. ჩინეთის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის მხოლოდ სი ძინპინის მეუღლე პენ ლიუანი იდგა.

სამი ლიდერის ერთობლივი ფოტო ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში დაგეგმილ უპრეცედენტო შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღეს.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში APEC-ის სამიტების „ოჯახური ფოტოები“ პუტინის დიპლომატიური იზოლაციის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი „დიდი რვიანიდან“ უვადოდ გარიცხეს, რის შედეგადაც ფორმატს „დიდი შვიდეული“ ეწოდა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ მოსკოვის საერთაშორისო იზოლაცია კიდევ უფრო გააღრმავა. პუტინი APEC-ის ლიდერების ჯგუფურ ფოტოზე ბოლოს 2017 წელს ვიეტნამში გამართულ სამიტზე გამოჩნდა.

მას შემდეგ პუტინის გადაადგილებას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერიც ზღუდავს, მათ შორის ისეთ ქვეყნებში ვიზიტის შესაძლებლობას, როგორიცაა სამხრეთ აფრიკა, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს. დიპლომატიურ ღონისძიებებში პუტინის მონაწილეობისთვის პლატფორმის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი სი ძინპინმა შეასრულა. ჩინეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი გასულ წელს პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმზეც მიიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერების „ოჯახური ფოტოები“ საზეიმო ხასიათისაა და მათ განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, ეს ტრადიცია მსოფლიო ლიდერებს შორის ერთიანობის დემონსტრირებას ემსახურება. ამასთან, ფოტოებზე პიროვნებათა განლაგება ხშირად გეოპოლიტიკურ დაძაბულობასაც ასახავს, განსაკუთრებით იმით, თუ ვინ სად დგას. ზოგჯერ კი უთანხმოება იმდენად მწვავეა, რომ ასეთი ფოტოების გადაღებაზე უარს ამბობენ.

წლევანდელმა ფოტომ იაპონიასა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობებიც გამოკვეთა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი, რომელიც გასულ წელს სამხრეთ კორეაში გამართული APEC-ის სამიტის ფოტოზე წინა რიგში იდგა, ამჯერად უკანა რიგში აღმოჩნდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები