უკრაინის ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
უკრაინის ხერსონის ოლქის ოლეშკის რაიონში ჰუმანიტარული მისიის ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, რაც რუსეთის თავდაცვის უწყებამაც დაადასტურა. ომბუდსმენ დიმიტრი ლუბინეცის ცნობით, მხარეები იცავენ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის პირველ ლედი მელანია ტრამპთან კოორდინაციით სრულდება.

უკრაინის ხერსონის ოლქის ოლეშკის რაიონში ჰუმანიტარული მისიის ჩატარების მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.
უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიევის დროით 03:00, ხოლო მოსკოვის დროით 04:00 საათზე ამოქმედდა.
„მხარეები იცავენ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულთან, იანა ლანტაროვასთან ერთად, როგორც მომლაპარაკებელი ჯგუფების ხელმძღვანელებმა მივაღწიეთ“, - აღნიშნავს ლუბინეცი.
უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ჰუმანიტარულ მისიას ის და რუსეთის ომბუდსმენი აშშ-ის პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან კოორდინაციით ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პირველმა ლედიმ უკრაინის ქალაქ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია. გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომამდე ოლეშკის მოსახლეობა დაახლოებით 24 000 იყო, ახლა კი იქ დაახლოებით, 1 700 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 47 ბავშვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაციტატები სტატიიდან
„მხარეები იცავენ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულთან, იანა ლანტაროვასთან ერთად, როგორც მომლაპარაკებელი ჯგუფების ხელმძღვანელებმა მივაღწიეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…