ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტრებიუკს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტრებიუკს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს COP-თან დაკავშირებული საკითხები, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მართვა, სათბური გაზების ემისიების შემცირება და ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტები.

დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტრებიუკს შეხვდა
დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტრებიუკს შეხვდარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტრებიუკს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციასთან (COP) დაკავშირებული საკითხების და გარემოსდაცვითი მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მართვასა და სათბური გაზების ემისიების შემცირებაზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვის და ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების მნიშვნელობის საკითხებს.

"მადლობას მოგახსენებთ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა და გარემოსდაცვითი დღის წესრიგის წარმატებით განხორციელება სწორედ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP) გლობალური საზოგადოება კლიმატური გამოწვევების გადასაჭრელად ერთიანდება. კონფერენციის მთავარ მიზანს გლობალური დათბობის შეჩერება, პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სათბური გაზების ემისიების შემცირება და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესარბილებლად ფინანსური თუ ტექნოლოგიური რესურსების მობილიზება წარმოადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი იზაბელა კასტროჯოვანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ეკონომისტი ერიკ ანდერმო და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მადლობას მოგახსენებთ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა და გარემოსდაცვითი დღის წესრიგის წარმატებით განხორციელება სწორედ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.