მელანია ტრამპი: ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა პუტინისა და ზელენსკის გარეშე
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებით, ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა პუტინისა და ზელენსკის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო მხარეები მასთან, როგორც ექსკლუზიურ შუამავალთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხადებით, ოლეშკიში დროებითი ზავის მიღწევამდე მან პირადი წერილები გაუგზავნა როგორც ვლადიმერ პუტინს, ისე ვოლოდიმირ ზელენსკის.
„ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გარეშე. მათმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესის დასაჩქარებლად“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.
პირველმა ლედიმ დროებითი ზავის მიღწევის პროცესში საკუთარ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული მძიმე ვითარების შესახებ ინფორმაცია სექტემბერში მიიღო, რის შემდეგაც წარმომადგენელთან ერთად რუსულ და უკრაინულ მხარეებთან კომუნიკაცია დაიწყო.
„რუსეთი და უკრაინა პატივს სცემენ ჩვენს ურთიერთობას და დათანხმდნენ ჩემთან, როგორც ექსკლუზიურ შუამავალთან თანამშრომლობას, რათა ოლეშკისა და ხერსონის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა მიღწეულიყო“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მისი ექსკლუზიური შუამავლის სტატუსი „ოფიციალურად გაფორმდა წერილობითი შეთანხმებებით, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის მიერ მომზადდა და ხელმოწერილ იქნა“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„რუსეთი და უკრაინა პატივს სცემენ ჩვენს ურთიერთობას და დათანხმდნენ ჩემთან, როგორც ექსკლუზიურ შუამავალთან თანამშრომლობას, რათა ოლეშკისა და ხერსონის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა მიღწეულიყო“
„ოფიციალურად გაფორმდა წერილობითი შეთანხმებებით, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის მიერ მომზადდა და ხელმოწერილ იქნა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…