ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამთა მეგრელიშვილი: „საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები“

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრ თამთა მეგრელიშვილის მტკიცებით, ოპოზიციის საპროტესტო აქცია გარე ძალების ხელწერას ამხელს, რომელთა მიზანი ქვეყანაში კულტურული ტრანსფორმაცია და ლგბტქ+ დღის წესრიგთან დაკავშირებული პირების პოლიტიკურ ლიდერებად დამკვიდრებაა.

თამთა მეგრელიშვილი: „საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები“
თამთა მეგრელიშვილი: „საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები“POSTV

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს ამხელს.

მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნებს არ უკავშირდება და მიზნად იდეოლოგიურ და კულტურულ ცვლილებებს ისახავს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითის“ სტრატეგია სხვადასხვა ქვეყანაში კულტურული ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და ლგბტქ+ დღის წესრიგთან ასოცირებული პირების პოლიტიკურ ლიდერებად წარმოჩენას გულისხმობს. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკოსები მათი საქმიანობით უნდა შეფასდნენ და მათი პირადი ცხოვრება და სექსუალური ორიენტაცია დაცული უნდა იყოს.

„დღეს დაგეგმილი საპროტესტო შეკრება გარე ძალების ხელწერას შეკრებამდე ამხელს.

„დიფ სთეითის“ სტრატეგია უცვლელია – ამ ძალას სურს ქვეყნებში კულტურული ტრანსფორმაცია შეძლოს და, მაგალითად, ლიბერალური ღირებულებების, ლგბტქ+ წარმომადგენლები პოლიტიკურ ლიდერებად აქციოს, რათა მათ მარტივად მოახდინონ გავლენა ახალგაზრდა თაობის ცნობიერებაზე.

ლიდერებად ისეთი პერსონების დასმა, რომლებიც ასახავენ „ლგბტქ+“ დღის წესრიგს ან მასთან ასოცირდებიან, ამ ცხოვრების წესისა და ღირებულებების ნორმალიზებას ამარტივებს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ეს არა მხოლოდ მისაღები, არამედ იმდენად ლეგიტიმურია, რომ მსგავს ფიგურებს ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ პლატფორმებზეც კი შეუძლიათ საკუთარი პირობებისა და დღის წესრიგის კარნახი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამთა მეგრელიშვილი: ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები