ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამთა მეგრელიშვილი: “ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი, რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს”

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრის, თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ქვეყნის შიგნით პოლიტიკური საყრდენი დაკარგული აქვს და ის გარე ძალების დახმარებით ცდილობს სიტუაციის არევასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

თამთა მეგრელიშვილი: “ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი, რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს”
თამთა მეგრელიშვილი: “ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი, რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს”POSTV

„ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი, რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

“ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური საყრდენი დაკარგული აქვს. ისინი ქართველ ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

ეს გზა მათ არაერთგზის გაიარეს, თან უშედეგოდ. გარე ძალები მართვის სადავეების ხელში ასაღებად მათ მხოლოდ დესტრუქციას სთავაზობს.

მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და განვითარება. მათი სურვილია ადვილად სამართავი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მათი იდეოლოგიის გამტარებლები იქნებიან.

გარე დირექტივების სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესების მეორეხარისხოვნად ქცევა არის საზოგადოებისთვის სახეზე აფარებული სიმართლე – რომ ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში მოქმედებს პოლიტიკის გარეშე და არის თვითგადარჩენის რეჟიმში, დადის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ეძებს გზებს, რათა მართვის სადავეები აიღოს ხელში ისე, რომ ქართველი ხალხი ამ პროცესებში არ მონაწილეობდეს.

მძიმე საყურებელია ასეთი შეხვედრებიდან გამოსული რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურად გაფითრებული სახე, რადგან გარე აქტორებისადმი გაწვდილი ხელი, საბოლოოდ, მაინც ცარიელი რჩება“, – წერს მეგრელიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამთა მეგრელიშვილი: იმ რეალობაში, როდესაც სოციალური მიმართულება ისედაც ბიუჯეტის მესამედზე მეტს შეადგენს, პენსიების ზრდისთვის 128 მილიონი ლარის გამოყოფა ადასტურებს, რომ მთავრობა პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები