შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა და მოლდოვის მაჩვენებლის შემცირება აჩვენებს, რომ რაც უფრო აკრიტიკებს ბრიუსელი საქართველოს, ქვეყანა მით უფრო სწორად იქცევა.

ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის იმ დოკუმენტზე საუბრისას, რომლის თანახმადაც კომისია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5,5%-დან 7,3%-მდე ზრდის.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების პარალელურად დოკუმენტში შემცირებულია მოლდოვისა და უკარაინის მაჩვენებლები.
„უკრაინის შემთხვევაში გასაგებია, რომ ომი ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში? ხომ ვხედავთ, რომ ნიშნის მოგებით გვეუბნებიან ხან ევროკავშირის ელჩი, ხან ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ მოლდოვა მეტ სიკეთეს მიიღებს ვიდრე საქართველო. რაში გამოიხატება ეს სიკეთე? ის დაბალი პროგნოზი, რომელიც ჰქონდათ 2%-ის გარშემო ისიც კი შეუმცირეს, იმიტომ რომ არასწორ რჩევებს და მითითებებს აძლევენ და რაც მთავარია აზიანებენ საკუთარი რჩევებით მოლდოვას.
სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა მოლდოვაში 1 კუბ.მეტრი გაზი მომხარებლისთვის დაახლოებით 65 თეთრი ღირდა, საქართველოში - 56 თეთრი. დღეს მოლდოვაში მომხმარებლისთვის 1 კუბ.მეტრი გაზი 3 ლარი და 65 თეთრი, საქართველოში ისევ 56 თეთრია. 7-ჯერ გაიზარდა მოლდოვაში გაზის ფასი, სწორედ იმის გამო, რომ ბრიუსელის მითითებებს მიყვებიან, ზრუნავენ არა იმაზე, რომ ჰქონდეთ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები, არამედ როგორმე მიიღონ დადებითი შეფასებები ბრიუსელისგან. აქედან მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაქებს ბრიუსელი ე.ი რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის. ჩვენთვის ეს არის ტექსტი, რაც უფრო მეტად შეგვაქებს ბრიუსელი, უნდა დავსვათ კითხვა, ეტყობა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი ე.ი სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი აქედან მოგებაში იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…