„როდესაც მედია და პოლიტიკური ჯგუფები ქართული სახელმწიფოს წინსვლას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევენ, ეს უკვე არჩევანია“ – თამთა მეგრელიშვილი
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებისას „გარე დაკვეთით“ მოქმედებასა და „დუმილის შეთქმულებაში“ ადანაშაულებს.

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი:
„როდესაც მედია და პოლიტიკური ჯგუფები ქართული სახელმწიფოს წინსვლას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევენ, ეს უკვე არჩევანია და ამ არჩევანს მოღალატეობა ჰქვია.
ჩინეთის ვიცე – პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სივრცეში გამოყენებული ფილტრი არის გარე დაკვეთა, რომელიც სავალდებულოა როგორც მათთვის, ისე რადიკალურად განწყობილი ოპოზიციისთვის.
ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც მძიმედ დასანახია ოპოზიციისა და მათი მსახური მედიის კოორდინირებული, მიზანმიმართული დუმილის შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეს სინქრონული ქმედება კიდევ ერთხელ ამხელს მოღალატეობრივ ძალებს – ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, რადგან არ ჯდება იმ ნეგატიურ სცენარში, რომლის თავსმოხვევასაც ისინი საზოგადოებისთვის ცდილობენ.
ეს დუმილი ოპოზიციის დაავადებულ პოლიტიკურ ბუნებაზე ძალიან ხმამაღლა მეტყველებს.
ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა მოღალატეობრივი ძალების ერთობა პოლიტიკურ თუ მედიასივრცეში“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება
ციტატები სტატიიდან
„როდესაც მედია და პოლიტიკური ჯგუფები ქართული სახელმწიფოს წინსვლას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევენ, ეს უკვე არჩევანია და ამ არჩევანს მოღალატეობა ჰქვია. ჩინეთის ვიცე – პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სივრცეში გამოყენებული ფილტრი არის გარე დაკვეთა, რომელიც სავალდებულოა როგორც მათთვის, ისე რადიკალურად განწყობილი ოპოზიციისთვის. ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც მძიმედ დასანახია ოპოზიციისა და მათი მსახური მედიის კოორდინირებული, მიზანმიმართული დუმილის შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს სინქრონული ქმედება კიდევ ერთხელ ამხელს მოღალატეობრივ ძალებს – ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, რადგან არ ჯდება იმ ნეგატიურ სცენარში, რომლის თავსმოხვევასაც ისინი საზოგადოებისთვის ცდილობენ. ეს დუმილი ოპოზიციის დაავადებულ პოლიტიკურ ბუნებაზე ძალიან ხმამაღლა მეტყველებს. ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა მოღალატეობრივი ძალების ერთობა პოლიტიკურ თუ მედიასივრცეში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…