თამთა მეგრელიშვილი: ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას ხალხისაგან გაუცხოებასა და გარე ძალების დახმარებით სიტუაციის არევის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ოპოზიციას შიდა საყრდენი დაკარგული აქვს და დიპლომატებთან შეხვედრებით ცდილობს მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას.

ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ გარე ძალებს არ აინტერესებთ ქვეყნის სუვერენიტეტი და განვითარება, მათი სურვილია ადვილად სამართავი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მათი იდეოლოგიის გამტარებლები იქნებიან.
მისივე თქმით, ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში მოქმედებს პოლიტიკის გარეშე და არის თვითგადარჩენის რეჟიმში, დადის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ეძებს გზებს მართვის სადავეები აიღოს ხელში ისე, რომ ქართველი ხალხი ამ პროცესებში არ მონაწილეობდეს.
"ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს.
ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
ეს გზა მათ არაერთგზის გაიარეს, თან უშედეგოდ. გარე ძალები მართვის სადავეების ხელში ასაღებად მათ მხოლოდ დესტრუქციას სთავაზობს.
მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და განვითარება, მათი სურველია ადვილად სამართავი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მათი იდეოლოგიის გამტარებლები იქნებიან.
გარე დირექტივების სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესების მეორეხარისხოვნად ქცევა არის საზოგადოებისათვის სახეზე აფარებული სიმართლე - რომ ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში მოქმედებს პოლიტიკის გარეშე და არის თვითგადარჩენის რეჟიმში, დადის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ეძებს გზებს მართვის სადავეები აიღოს ხელში ისე, რომ ქართველი ხალხი ამ პროცესებში არ მონაწილეობდეს.
მძიმე საყურებელია ასეთი შეხვედრებიდან გამოსული რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურად გაფითრებული სახე რადგან გარე აქტორებისადმი გაწვდილი ხელი, საბოლოოდ მაინც ცარიელი რჩება", - წერს მეგრელიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს. ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ეს გზა მათ არაერთგზის გაიარეს, თან უშედეგოდ. გარე ძალები მართვის სადავეების ხელში ასაღებად მათ მხოლოდ დესტრუქციას სთავაზობს. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და განვითარება, მათი სურველია ადვილად სამართავი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მათი იდეოლოგიის გამტარებლები იქნებიან. გარე დირექტივების სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესების მეორეხარისხოვნად ქცევა არის საზოგადოებისათვის სახეზე აფარებული სიმართლე - რომ ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში მოქმედებს პოლიტიკის გარეშე და არის თვითგადარჩენის რეჟიმში, დადის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ეძებს გზებს მართვის სადავეები აიღოს ხელში ისე, რომ ქართველი ხალხი ამ პროცესებში არ მონაწილეობდეს. მძიმე საყურებელია ასეთი შეხვედრებიდან გამოსული რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურად გაფითრებული სახე რადგან გარე აქტორებისადმი გაწვდილი ხელი, საბოლოოდ მაინც ცარიელი რჩება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.