თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე დევს იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები და არა კონკრეტული პირები
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქცია გარე ძალების ხელწერას ამხელს და „დიფ სთეითის“ მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“.

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს ამხელს. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნებს არ უკავშირდება და მიზნად ისახავს იდეოლოგიურ და კულტურულ ცვლილებებს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითის“ სტრატეგია სხვადასხვა ქვეყანაში კულტურული ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და ლგბტქ+ დღის წესრიგთან ასოცირებული პირების პოლიტიკურ ლიდერებად წარმოჩენას გულისხმობს. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკოსები საქმიანობით უნდა შეფასდნენ და მათი პირადი ცხოვრება და სექსუალური ორიენტაცია დაცული უნდა იყოს.
„დღეს დაგეგმილი საპროტესტო შეკრება გარე ძალების ხელწერას შეკრებამდე ამხელს.
„დიფ სთეითის“ სტრატეგია უცვლელია - ამ ძალას სურს ქვეყნებში კულტურული ტრანსფორმაცია შეძლოს და, მაგალითად, ლიბერალური ღირებულებების ლგბტქ+ წარმომადგენლები პოლიტიკურ ლიდერებად აქციოს, რათა მათ მარტივად მოახდინონ გავლენა ახალგაზრდა თაობის ცნობიერებაზე.
ლიდერებად ისეთი პერსონების დასმა, რომლებიც ასახავენ „ლგბტქ+“ დღის წესრიგს ან მასთან ასოცირდებიან, ამ ცხოვრების წესისა და ღირებულებების ნორმალიზებას ამარტივებს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ეს არამხოლოდ მისაღები, არამედ იმდენად ლეგიტიმურია, რომ მსგავს ფიგურებს ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ პლატფორმებზეც კი შეუძლიათ საკუთარი პირობებისა და დღის წესრიგის კარნახი.
ეს არის კულტურული და იდეოლოგიური ექსპანსია, რომელიც ტრადიციული ფასეულობების ჩანაცვლებას და საზოგადოების საფუძვლების რღვევას პოლიტიკური ინსტრუმენტებით ცდილობს და შესაძლოა დადგა დრო, „დიფ სთეითის“ მიერ ეს მეთოდიც გამოიცადოს საქართველოში.
სამართლებრივ სახელმწიფოში, მოქმედი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, მათ შორის პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება და სექსუალური ორიენტაცია დაცულია ხელშეუხებლობის უფლებით და ვფიქრობ, ყველა პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, მისი პოლიტიკური აქტივობითა და საქმიანობით უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მისი პირადი ცხოვრების შესახებ არის გარკვეული ვარაუდები.
სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს სრულად ვიზიარებ და ამ საკითხს ამ კუთხით არ ვეხები.
მე მსურს დავფიქრდეთ იმაზე, რომ მოთხოვნები, თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლების შეცვლის შესახებ, მხოლოდ პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებს რეალურად. საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე გაცილებით სიღრმისეული - იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები.
დღეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი ძალა, არის „დიფ სთეითის“ მთავარი სამიზნე, რადგან ამ ძალას ვერ პატიობენ იმას, რომ ბოლომდე გაიშიფრნენ გარე ძალები მათი მოქმედების სტრატეგიებით და წინამორბედისაგან განსხვავებით, ამ ძალამ უარი თქვა „დიფ სთეითთან“ თანამშრომლობაზე და მათთვის ქართული სახელმწიფოს გადაფორმებაზე „ევროპული მეთოდით“.
მაფიქრებს გარე ძალების მიერ პოლიტიკურ არენაზე სხვადასხვა ნიშნით შერჩეული და გამოყვანილი აქტორები. აქ, აქციის მასშტაბებთან შედარებით, საყურადღებოა მათი რეალური დანიშნულება „დიფ სთეითის“ მიზნებისთვის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„დღეს დაგეგმილი საპროტესტო შეკრება გარე ძალების ხელწერას შეკრებამდე ამხელს. „დიფ სთეითის“ სტრატეგია უცვლელია - ამ ძალას სურს ქვეყნებში კულტურული ტრანსფორმაცია შეძლოს და, მაგალითად, ლიბერალური ღირებულებების ლგბტქ+ წარმომადგენლები პოლიტიკურ ლიდერებად აქციოს, რათა მათ მარტივად მოახდინონ გავლენა ახალგაზრდა თაობის ცნობიერებაზე. ლიდერებად ისეთი პერსონების დასმა, რომლებიც ასახავენ „ლგბტქ+“ დღის წესრიგს ან მასთან ასოცირდებიან, ამ ცხოვრების წესისა და ღირებულებების ნორმალიზებას ამარტივებს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ეს არამხოლოდ მისაღები, არამედ იმდენად ლეგიტიმურია, რომ მსგავს ფიგურებს ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ პლატფორმებზეც კი შეუძლიათ საკუთარი პირობებისა და დღის წესრიგის კარნახი. ეს არის კულტურული და იდეოლოგიური ექსპანსია, რომელიც ტრადიციული ფასეულობების ჩანაცვლებას და საზოგადოების საფუძვლების რღვევას პოლიტიკური ინსტრუმენტებით ცდილობს და შესაძლოა დადგა დრო, „დიფ სთეითის“ მიერ ეს მეთოდიც გამოიცადოს საქართველოში. სამართლებრივ სახელმწიფოში, მოქმედი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, მათ შორის პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება და სექსუალური ორიენტაცია დაცულია ხელშეუხებლობის უფლებით და ვფიქრობ, ყველა პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, მისი პოლიტიკური აქტივობითა და საქმიანობით უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მისი პირადი ცხოვრების შესახებ არის გარკვეული ვარაუდები. სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს სრულად ვიზიარებ და ამ საკითხს ამ კუთხით არ ვეხები. მე მსურს დავფიქრდეთ იმაზე, რომ მოთხოვნები, თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლების შეცვლის შესახებ, მხოლოდ პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებს რეალურად. საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე გაცილებით სიღრმისეული - იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები. დღეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი ძალა, არის „დიფ სთეითის“ მთავარი სამიზნე, რადგან ამ ძალას ვერ პატიობენ იმას, რომ ბოლომდე გაიშიფრნენ გარე ძალები მათი მოქმედების სტრატეგიებით და წინამორბედისაგან განსხვავებით, ამ ძალამ უარი თქვა „დიფ სთეითთან“ თანამშრომლობაზე და მათთვის ქართული სახელმწიფოს გადაფორმებაზე „ევროპული მეთოდით“. მაფიქრებს გარე ძალების მიერ პოლიტიკურ არენაზე სხვადასხვა ნიშნით შერჩეული და გამოყვანილი აქტორები. აქ, აქციის მასშტაბებთან შედარებით, საყურადღებოა მათი რეალური დანიშნულება „დიფ სთეითის“ მიზნებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…