ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება – ფემიციდი ფოთში
ფოთში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა; გამოძიების ცნობით, დანაშაული გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა, რისთვისაც მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ, ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინა
ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის, ფოთში დაკავებულ მამაკაცს, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება -პროკურატურა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…