თამაზ ელიზბარაშვილი - ბრალს ვაღიარებ - ვხვდები, რომ, რაც ვთქვი, მუქარა იყო
„მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე მუქარის ბრალდებით დაკავებულმა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა, სადაც მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ.

მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ, - ამის შესახებ მუქარის ბრალდებით დაკავებულმა ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
თამაზ ელიზბარაშვილმა ბრალდება დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღიარა, სადაც მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ.
ელიზბარაშვილმა სხდომაზე განმარტება გააკეთა მომხდართან დაკავშირებით.
„დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს, ხმამაღალი საუბრო დამიწყეს რომ 3 თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ, 15 წუთის განმავლობაში "მაკაჩავეს", ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩამოვიდოდი. როცა მივიდოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს უკან ჩამომსვლელი არ ხარო, მე როგორც ვაჟკავმა, კაცმა გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვა შეეშინდათ ამ ბიჭებს, მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა. მე ვაღიარებ",- განაცხადა ელისბარაშვილმა.
მას მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიმართა, თუ არაფერი ჩაუდენია, დაეფიქსირებინა, რაზეც ელიზბარაშვილმა უპასუხა, რომ რაც ჩაიდინა, "მუქარა ყოფილა".
„ყოფილას გედავებიან? აქ გამოსვლებისთვის თუ მოდიხართ, აქ ეს ადგილი არაა. 3 ადვოკატი გყავთ, მიფიქსირებთ, რომ კონსულტაციები გაწეული გაქვთ. რაში ცნობთ თავს დამნაშავედ"?- მიმართა მას კალიჩენკომ.
მას ელიზბარაშვილმა დაუფიქსირა პოზიცია რომ დამნაშავეა.
„მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ",- განაცხადა ელიზბარაშვილმა, რაზეც მას მოსამართლემ ჰკითხა, "მანდამდე რაც ისაუბრა, რა იყო".
"მე არ ვარ იურისტი და და თუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, არ ვიცოდი",- განაცხადა ელიზბარაშვილმა.
ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და შალვა კუჭუაშვილს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულს და მის თანმხლებ პირებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
- იმედინიუსიპროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს - მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
- ინტერპრესნიუსიპროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა - ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
- TV პირველიპროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მოგვმართა
- BM.GEთამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
- POSTVპროკურატურა: „თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს“
- ნეტგაზეთიელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
ციტატები სტატიიდან
„დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს, ხმამაღალი საუბრო დამიწყეს რომ 3 თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ, 15 წუთის განმავლობაში "მაკაჩავეს", ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩამოვიდოდი. როცა მივიდოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს უკან ჩამომსვლელი არ ხარო, მე როგორც ვაჟკავმა, კაცმა გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვა შეეშინდათ ამ ბიჭებს, მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა. მე ვაღიარებ“
„ყოფილას გედავებიან? აქ გამოსვლებისთვის თუ მოდიხართ, აქ ეს ადგილი არაა. 3 ადვოკატი გყავთ, მიფიქსირებთ, რომ კონსულტაციები გაწეული გაქვთ. რაში ცნობთ თავს დამნაშავედ“
„მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ“
„მე არ ვარ იურისტი და და თუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, არ ვიცოდი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.