პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისმა ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები და საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტების პოზიციონირების საკითხები.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისმა ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხები.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში არსებული ბინზეს გარემო გააცნო.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორმა კორდულო ვოლმუთერმა კი მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოსაჩენად.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ესპანეთში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაცის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და სხვადასხვა სასტუმროების წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 11ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
  3. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს
  4. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
  6. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს,
  7. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან ერთად, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
  8. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება
  9. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის
  10. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  11. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  12. რუსთავი 2სამთავრობოუსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება - საქართველოში მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები