ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორგანიზაციასა და საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობაზე, საერთო პროექტებზე, ტურიზმის სექტორის დინამიკაზე, პროფესიულ განათლებასა და ავიაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდარუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილისა და შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შორის შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის სექტორში არსებულ შთამბეჭდავ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ შესაძლოა ერთობლივად დააინიცირონ. აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ავიაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალაზე.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.