პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან ერთად, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შაიხა ნასერ ალ ნუვაი ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ტურისტულ შესაძლებლობებზე, პერსპექტივებსა და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებაზე იმსჯელეს.

ირაკლი ნადარეიშვილი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან ერთად, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
რუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან ერთად, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ტურისტულ შესაძლებლობებზე, პერსპექტივებსა და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი და ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალწლიან და ეფექტიან თანამშრომლობას ორგანიზაციასთან. ასევე ყურადღება გაამახვილა მის უწყვეტ ჩართულობაზე საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარებაში.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტურიზმი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს ეკონომიკაში და რჩება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად - მისი წვლილი საქართველოს მშპ-ში დაახლოებით 9.4%-ია, რაც ასახავს სექტორის არსებით როლს ეროვნულ ეკონომიკაში.

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს თანამშრომლობა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან. აღინიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ესპანეთში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ორგანიზაციის დირექტორი კორდულო ვოლმუთერი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი პირები და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 11ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
  3. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს
  4. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  5. რუსთავი 2სამთავრობოგაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
  7. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს,
  8. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება
  9. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის
  10. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  11. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  12. რუსთავი 2სამთავრობოუსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება - საქართველოში მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ირაკლი კობახიძე გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები