მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ტურისტული პოტენციალი.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზე.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…