ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა. მხარეებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე, საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების გაძლიერებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდარუსთავი 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე აჭარის პოზიციონირების გაძლიერებაზე, რეგიონის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზე, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებასა და ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენებაზე.

ზურაბ პატარაძემ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს აჭარის ტურიზმის სფეროში ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა სამომავლო ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს, მათ შორის, მდგრადი ტურიზმის განვითარების და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტურიზმის სფეროში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება - საქართველოში მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები