პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების დენდენციები და გლობალურ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას და ერთობლივი პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებას, რამდენადაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების დადებით ტენდენციებზე, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ დინამიკასა და ტურიზმის მნიშვნელოვან წილზე ქვეყნის ეკონომიკაში.
როგორც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში და ეს ციფრებითაც დასტურდება. შაიხა ნასერ ალ ნუვაიმ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს დაკავშირებადობის კუთხით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო სხვა ქვეყნებისთვის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
ყურადღება დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აქტიური საერთაშორისო პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიო ბაზარზე.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
- რუსთავი 2პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
- რუსთავი 2მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
- რუსთავი 2გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
- რუსთავი 2საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
- POSTVმარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს,
- რუსთავი 2ირაკლი ნადარეიშვილი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან ერთად, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
- რუსთავი 2მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება
- POSTVმარიამ ქვრივიშვილი: „გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
- ინტერპრესნიუსიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
- რუსთავი 2უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება - საქართველოში მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…