ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: „გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, შაიხა ნასერ ალ ნუვაისის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი საფუძველია. მხარეებმა განიხილეს ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში არსებული მიღწევები, გლობალური გამოწვევები, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ტურიზმში განათლების მიმართულებით პოტენციური თანამშრომლობის ახალი ინიციატივები.

მარიამ ქვრივიშვილი: „გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის
მარიამ ქვრივიშვილი: „გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმისPOSTV

„ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს და ვიზიტის ფარგლებში გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტი, გასტრონომია, კულტურა და ყველაფერი ის, რითიც ძალიან ვამაყობთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შედგა ძალიან მნიშვნელოვანი არაერთი შეხვედრა, ასევე მისი ორმხრივი შეხვედრა გენმდივანთან.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შედგა იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომლებიც საქართველოს ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში აქვს.

„ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, სექტორის გლობალურ გამოწვევებზე და დავსახეთ, მათ შორის საერთო თანამშრომლობის გეგმები და ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის კიდევ უფრო მეტად, მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ის ახალი ინიციატივა, რაც შეეხება ჩვენს პოტენციურ თანამშრომლობას უშუალოდ ტურიზმში განათლების თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი, საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს და ვიზიტის ფარგლებში გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტი, გასტრონომია, კულტურა და ყველაფერი ის, რითიც ძალიან ვამაყობთ“
მარიამ ქვრივიშვილი
„ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, სექტორის გლობალურ გამოწვევებზე და დავსახეთ, მათ შორის საერთო თანამშრომლობის გეგმები და ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის კიდევ უფრო მეტად, მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ის ახალი ინიციატივა, რაც შეეხება ჩვენს პოტენციურ თანამშრომლობას უშუალოდ ტურიზმში განათლების თვალსაზრისით“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი - გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები