ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, შაიხა ალ ნუვაისის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდის დაფიქსირება შეძლო.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცესრუსთავი 2

"მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს“, - ამის შესახებ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისიმ საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თანამდებობის დაკავების შემდეგ, ეს საქართველოში, კერძოდ თბილისში, მისი პირველი ვიზიტია.

"ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა კერძო სექტორის, კერძოდ, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მსჯელობა მათ მოსაზრებებთან დაკავშირებით და ინფორმაციის მოსმენა იმ ზრდის შესახებ, რაც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს.

2024 წელთან შედარებით, 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ქვეყანამ დაახლოებით 8 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ 2026 წლის პირველ ნახევარში, მაინც შეძლო ზრდის დაფიქსირება, რაც შესანიშნავია“, - განაცხადა შაიხა ალ ნუვაისიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები