პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს,

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ორპარტნიორული ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ტურიზმისა და ეკონომიკის სექტორის დინამიკა, ერთობლივი პროექტები, დაკავშირებადობა, პროფესიული განათლება და ავიაციის სტრატეგიული მნიშვნელობა.

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს,
POSTV

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილისა და შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შორის შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის სექტორში არსებულ შთამბეჭდავ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ შესაძლოა, ერთობლივად წარადგინონ . აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ავიაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალაზე.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 11ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
  3. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს
  4. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  5. რუსთავი 2სამთავრობოგაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
  7. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან ერთად, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
  8. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება
  9. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის
  10. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  11. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
  12. რუსთავი 2სამთავრობოუსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება - საქართველოში მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი - გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები