„ქართული ოცნება“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. ირაკლი კობახიძის თქმით, განიხილება მიმდინარე საკითხები და რაიმე სიურპრიზი მოსალოდნელი არ არის.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.
ამასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს განაცხადა, დღევანდელ შეკრებაზე არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი.
„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაგანიხილება მიმდინარე საკითხები, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომაზე
დღეს, "ოცნების" ოფისში სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
,,არ იქნება სიურპრიზები” – კობახიძე ხვალინდელ სხდომაზე
რაიმე განსაკუთრებული საკითხი და სიურპრიზი არ იქნება - კობახიძის პირველი კომენტარი უმრავლესობის სხდომაზე
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…