პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა წუხილი და იმედგაცრუება, რომ გუნდის ყოფილი ლიდერები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემული

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ გუნდის ყოფილი ლიდერები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემული. მისივე თქმით, შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა და ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა.

შალვა პაპუაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა წუხილი და იმედგაცრუება, რომ გუნდის ყოფილი ლიდერები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემული
პირველი არხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ზოგადად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ იმედგაცრუებაა, როცა გუნდის ყოფილი ლიდერების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

პაპუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა წუხილი ამასთან დაკავშირებით.

„უმრავლესობის სხდომაზე, პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იყო განხილული ეს თემა, რაც ჩვენი გუნდის წევრების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, გამოხატა თავისი წუხილი და იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი ლიდერები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემული. ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა როცა დგება და ამ ადამიანს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, არამედ მთლიანად გუნდში იმედგაცრუებაა. ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა, ზოგადად, როცა საუბარი იყო იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ბოლო პერიოდში გავიარეთ, ერთ-ერთი საკითხი პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იყო და ამას ბიძინა ივანიშვილი შეეხო.

სხდომაზე შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. წუხილი ნიშნავს, რომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, ჩვენი რამდენიმე ლიდერი, პოლიტიკური თანამდებობის პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არის მიცემული. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შანსი ყველა პატიმარს აქვს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რაიმე საუბარი არ ყოფილა, მით უმეტეს, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

17 ოქტომბერს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები - შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა
  2. TV პირველიოპოზიციურიპაპუაშვილის თქმით, ივანიშვილს ღარიბაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის, ყველასთვის და მათ შორის, პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები