არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვას, მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის არჩევა არც ტრამპს და არც მასკს არ შეუძლია და გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთზე საპასუხო დარტყმას, თუ მოსკოვი უკრაინას კვლავ დაესხმება თავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ვერც ტრამპი და ვერც მასკი ვერ აირჩევს, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია.
"არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვას მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ამის გაკეთება", - განაცხადა მან.
ამასთან, ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა გამორიცხა არჩევნების ჩატარება საომარი მოქმედებების დასრულებამდე.
"რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა", - უპასუხა მან კითხვას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესაძლებლობის შესახებ.
ზელენსკი აცხადებს, რომ "ზოგიერთ გავლენიან ადამიანს მისი შეცვლა სურს, რადგან ის უკრაინის მიწას რუსულად არასდროს აღიარებს".
"თუ მე ხელისუფლებიდან ჩამომაცილებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი იქნება თუ ქალი დაიცავს ჩვენს ქვეყანას. რადგან ეს ჩვენი სახლია", - დასძინა ზელენსკიმ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა გამარჯვებას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ზელენსკიმ უპასუხა: "ჩვენ არანაირ ვითარებაში არ დავკარგავთ დამოუკიდებლობას".
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ითვალისწინებდეს ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დარტყმის განხორციელებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას კვლავ დაესხმება თავს.
"თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს წერილობით იქნება დაფიქსირებული, სწორედ ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია", - განმარტა პრეზიდენტმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიზელენსკი: არც ტრამპს, არც მასკს და არც არავის მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ეს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ
- ინტერპრესნიუსივოლოდიმირ ზელენსკი - არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა
- TV პირველიარც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ზელენსკი
- POSTVვოლოდიმირ ზელენსკი: „უკრაინის პრეზიდენტს ვერ აირჩევს ვერც ტრამპი, ვერც მასკი, ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს“
ციტატები სტატიიდან
„არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვას მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ამის გაკეთება“
„ზოგიერთ გავლენიან ადამიანს მისი შეცვლა სურს, რადგან ის უკრაინის მიწას რუსულად არასდროს აღიარებს“
„თუ მე ხელისუფლებიდან ჩამომაცილებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი იქნება თუ ქალი დაიცავს ჩვენს ქვეყანას. რადგან ეს ჩვენი სახლია“
„ჩვენ არანაირ ვითარებაში არ დავკარგავთ დამოუკიდებლობას“
„თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს წერილობით იქნება დაფიქსირებული, სწორედ ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.