პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

იური უშაკოვი - იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, აჩენს კითხვას: ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა ეს განცხადება

იური უშაკოვი ეჭვქვეშ აყენებს, რამდენად ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა იოჰან ვადეფულის განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არის შესაძლებელი.

იური უშაკოვი - იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, აჩენს კითხვას: ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა ეს განცხადება
ინტერპრესნიუსი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის „ფხიზელი ანალიზი“, რომ ევროპაში სტაბილურობა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გზით არის შესაძლებელი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, გაკეთდა თუ არა ეს განცხადება ფხიზელ მდგომარეობაში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, განაცხადა.

„აქ შეიძლება დაისვას კითხვა, ეს განცხადება ფხიზელ მდგომარეობაში გაკეთდა თუ არა. არ ვიცი. საგარეო საქმეთა მინისტრისგან მსგავსი განცხადებების მოსმენა, სულ მცირე, უჩვეულოა”, - აღნიშნა უშაკოვმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ და არა რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი.

“სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა გვექნება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ და არა რუსეთთან ერთად. ეს არის ჩვენი ფხიზელი ანალიზი”, - აღნიშნა ვადეფულმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერის პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა ეკისრებოდეს, ეს ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები