ზელენსკი: არც ტრამპს, არც მასკს და არც არავის მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ეს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და არც ტრამპს, არც მასკს უკრაინის პრეზიდენტის არჩევა არ შეუძლიათ. პირს მორგანთან ინტერვიუში მან საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე არჩევნები გამორიცხა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
მისი თქმით, „არც ტრამპს, არც მასკს და არც არავის მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. ეს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ“, - აღნიშნა მან.
ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე არჩევნების ჩატარება გამორიცხა.
„რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“, - ასე უპასუხა მან შეკითხვას შესაძლო ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ.
ზელენსკი ამტკიცებს, რომ ზოგიერთ გავლენიან ადამიანს მისი შეცვლა სურს, რადგან ის უკრაინულ მიწას რუსულად არასდროს აღიარებს.
„თუ მე ხელისუფლებას ჩამოვშორდები, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი თუ ქალი - დაიცავს ჩვენს ქვეყანას. იმიტომ, რომ ეს ჩვენი სახლია“, - დასძინა პოლიტიკოსმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიავოლოდიმირ ზელენსკი - არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა
არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი: „უკრაინის პრეზიდენტს ვერ აირჩევს ვერც ტრამპი, ვერც მასკი, ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს“
არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვას, მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ვოლოდიმირ ზელენსკი
ციტატები სტატიიდან
„არც ტრამპს, არც მასკს და არც არავის მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. ეს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ“
„რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“
„თუ მე ხელისუფლებას ჩამოვშორდები, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი თუ ქალი - დაიცავს ჩვენს ქვეყანას. იმიტომ, რომ ეს ჩვენი სახლია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…