პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და უკრაინის პრეზიდენტის არჩევა ვერც ტრამპს, ვერც მასკს და ვერც სხვა გარეშე პირს ვერ შეეძლება. მისი თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები ახალი აგრესიისას რუსეთზე ამერიკის დარტყმას უნდა ითვალისწინებდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.

“რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ზელენსკიმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ის მან ნებაყოფლობით გადადგეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ.

“არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ “, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ზოგიერთ გავლენიან ადამიანს სურს მისი შეცვლა, რადგან ის არასდროს აღიარებს უკრაინის მიწას რუსეთის მიწად“.

„თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი იქნება, თუ ქალი - დაიცავს ჩვენს ქვეყანას. რადგან ეს ჩვენი სახლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთზე ამერიკის მხრიდან დარტყმას, რუსეთის მიერ ახალი თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში. „თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს ქაღალდზე იქნება დაფიქსირებული, ესეც იქნება უსაფრთხოების გარანტია“, - განმარტა პრეზიდენტმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკი: არც ტრამპს, არც მასკს და არც არავის მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ეს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ
  2. TV პირველიოპოზიციურიარც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ზელენსკი
  3. POSTVსამთავრობოვოლოდიმირ ზელენსკი: „უკრაინის პრეზიდენტს ვერ აირჩევს ვერც ტრამპი, ვერც მასკი, ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს“
  4. რუსთავი 2სამთავრობოარც ტრამპს, არც მასკს და არც სხვას, მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ვოლოდიმირ ზელენსკი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზოგიერთ გავლენიან ადამიანს სურს მისი შეცვლა, რადგან ის არასდროს აღიარებს უკრაინის მიწას რუსეთის მიწად“
„თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი - კაცი იქნება, თუ ქალი - დაიცავს ჩვენს ქვეყანას. რადგან ეს ჩვენი სახლია“
„თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს ქაღალდზე იქნება დაფიქსირებული, ესეც იქნება უსაფრთხოების გარანტია“
„არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ლიდერის არჩევა ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია - უთხარით პუტინს, შეწყვიტოს ცეცხლი 60 დღით და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები