სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს – „ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა“
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან აღებულ სურსათის ყველა — 694-ვე ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა და ისინი ნორმებს შეესაბამება. შემოწმება სექტემბერში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციისა და ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის დაფიქსირების შემდეგ დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა – 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი. ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა, მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი. საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე 18 სექტემბერს გამოძიება დაიწყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიასაბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილია
საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს
საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის სააგენტომ საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა - დარღვევა არ გამოვლინდა
საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა – სეს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
ციტატები სტატიიდან
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…