პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის სააგენტომ საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა - დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა და განაცხადა, რომ აღებულ ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა. 100-ზე მეტი ბავშვის ავადობის მიზეზად მანამდე ნოროვირუსი დასახელდა.

სურსათის სააგენტომ საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა - დარღვევა არ გამოვლინდა
რადიო თავისუფლება

რა მოხდა თბილისის საბავშვო ბაღებში

2026 წლის 18 სექტემბერს, საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების მეოთხე დღეს, კლინიკებში ათობით ბავშვი შეიყვანეს, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის ნიშნებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოგვიანებით თქვა, მიმართვიანობის მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა.

20 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების ძირითადი მიზეზი, დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

რა დაასკვნა სურსათის სააგენტომ გამოკვლევის საფუძველზე

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები.

ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის:

ხილ-ბოსტნეული;

რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);

ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);

მარცვლეული;

მზა კერძები;

სასმელი წყალი.

"საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა", - აცხადებს სააგენტო.

"კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი ვერსია - ინტოქსიკაცია საკვებით და ბაქტერიული ინფექცია

ბავშვების მასობრივი ავადობის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 სექტემბერს გავრცელდა.

იმ დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისის 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ და მათ ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო და გამომძიებლები მუშაობდნენ ოთხ ბაღსა და ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. პროცესში ჩართული იყო სურსათის ეროვნული სააგენტოც.

იმავე დღეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად, შვიდ საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან დროებით ამოიღეს რძის ნაწარმი.

28 სექტემბრიდან ყველა საბავშვო ბაღში აღდგა სწავლა და დაბრუნდა "ჩვეული მენიუ".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 3
  1. პირველი არხისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს – „ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა“
  2. TV პირველიოპოზიციურისაბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილია
  3. BM.GEოპოზიციურისაბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
  5. იმედინიუსისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურისაბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა – სეს
  7. იმედინიუსისამთავრობოთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
  8. რუსთავი 2სამთავრობობაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა“
„კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სეს: ბაგა-ბაღებსა და სურსათის ობიექტებში ნოროვირუსთან დაკავშირებით 70 ობიექტი შემოწმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები