ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი დროებით ამოიღეს

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი დროებით ამოიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბავშვების სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა და პრევენციის მიზნით მიიღეს, სანამ ლაბორატორიული კვლევების პასუხები გახდება ცნობილი.

თბილისის ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი დროებით ამოიღეს
თბილისის ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი დროებით ამოიღესრადიო თავისუფლება

ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა აღსაზრდელების კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ გაჩენილი ეჭვი და დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც საკვებ პროდუქტებს კვლევა ჩაუტარდათ.

ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ რძის პროდუქტების დროებით ამოღება არ ნიშნავს, რომ კვლევებით მასში რაიმე საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის ერთგვარი პრევენციული ღონისძიება, „სანამ ყველა კვლევის პასუხი არ გახდება ცნობილი“.

„რძის პროდუქტები დაბრუნდება მენიუში, როგორც კი კვლევები დასრულდება“, - ამბობენ სააგენტოში.

რძის ნაწარმი (რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი) თბილისის საბავშვო ბაღებში კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ ინდ. მეწარმეს, მანანა ღვინცაძეს შეაქვს. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ საბავშვო ბაღებს უნდა მიაწოდოს ბელარუსული რძე და საქართველოში წარმოებული სხვა რძის პროდუქტები.

ამონარიდი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ 18 სექტემბრისგან განსხვავებით, აღარ გამოვლენილა აღსაზრდელების ავადობის მსგავსი შემთხვევები.

2026 წლის 18 სექტემბერს, საჯარო ბაგა-ბაღებში საღმზრდელო პროცესის დაწყების მეოთხე დღეს, კლინიკებში ათობით ბავშვი შეიყვანეს სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოგვიანებით თქვა, მიმართვიანობის მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა.

იმავე დღეს „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“ შვიდმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები არ მიიღო.

საქმეზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას ეხება.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოთხ ბაგა-ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში ჩხრეკა ჩატარდა. ასევე გამოიკითხა 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

19 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე მტკიცებით იმის თქმა, პრობლემა საკვებმა გამოიწვია თუ არა, ნაადრევი იყო და შესაბამისი სამსახურების კვლევის შედეგებს უნდა დალოდებოდნენ.

20 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრამ განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების ძირითადი მიზეზი, დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

NCDC-ს განცხადებით, საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით, კვლევაში პირველივე ეტაპზე ჩაერთნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რძის პროდუქტები დაბრუნდება მენიუში, როგორც კი კვლევები დასრულდება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები