საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა – სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 694 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა. NCDC-ის განცხადებით კი, ბავშვების ჰოსპიტალიზაციით მიმდინარე მასობრივი გასტროენტერიტი ნოროვირუსით იყო გამოწვეული.

სურსათის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.
მათივე ცნობით, ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუში.
„ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს“, – ამბობს სააგენტო.
მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ერთ და იგივე ნიშნები გამოუვლინდათ და მათი ნაწილი კლინიკაში მოხვდა.
18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით. ზოგიერთ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 19 სექტემბერს თქვა, რომ 100-ს აჭარბებდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ.
ამავე დღეს საკითხის შესახებ ისაუბრა თბილისის მერმა, რომლის განცხადებითაც, მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ „ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა“ ან ამის გამორიცხვა, სწორი არ იქნება. მისი განცხადებით, ელოდებიან შესაბამისი სამსახურების მოკვლევას.
NCDC-ის თქმით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს – „ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა“
საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილია
საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს
საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის სააგენტომ საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა - დარღვევა არ გამოვლინდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…