პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს

სურსათის ეროვნული სააგენტო

თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით ნორმებთან შეუსაბამობა არ გამოვლენილა, – იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო. უწყებამ შემოწმება ბაღებში აღსაზრდელებს შორის ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევების შემდეგ დაიწყო.

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს
BM.GE

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სურსათის უვნებლობის ნორმებთან შეუსაბამობა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მონიტორინგი თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს შორის ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევების შემდეგ დაიწყო. მოკვლევის ფარგლებში, ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცისა და რძის პროდუქტების საწარმოები.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ლაბორატორიულად შემოწმდა სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათი, მათ შორის:

ხილ-ბოსტნეული;

რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);

ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);

მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.

კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:

მძიმე მეტალები;

ნიტრატები;

მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა - დადებითი სტაფილოკოკი).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყველა 694 ნიმუშის კვლევის შედეგი დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 3
  1. პირველი არხისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს – „ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა“
  2. TV პირველიოპოზიციურისაბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილია
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
  4. იმედინიუსისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისურსათის სააგენტომ საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა - დარღვევა არ გამოვლინდა
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურისაბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა – სეს
  7. იმედინიუსისამთავრობოთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
  8. რუსთავი 2სამთავრობობაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები