პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს

სურსათის ეროვნული სააგენტოთბილისის მერია

თბილისის ბაგა-ბაღებიდან აღებულ 694 სურსათის ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა და საკვები სტანდარტებს აკმაყოფილებს, – იუწყება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მას შემდეგ ჩაატარა, რაც ბავშვთა ავადობის გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
რუსთავი 2

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედალაქის ბაღებიდან აღებული სურსათის ნიმუშების კვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც, არც ერთ ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა და ყველა საკვები პროდუქტი სრულად შეესაბამება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

"განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუში.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)”, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნული კვლევის საჭიროება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დადგა, როცა კლინიკაში ბავშვთა მაღალი მიმართვიანობა დაფიქსირდა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ ბავშვთა ავადობა ნოროვირუსით იყო გამოწვეული. მიზეზების კვლევა მყისიერად დაიწყო და მასში ჩართული იყო როგორც დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები, ისე სურსათის ეროვნული სააგენტო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვების მიმართულების კონტროლის საკმაოდ მკაცრი მექანიზმი მოქმედებს. კვების თითოეულ პროდუქტს დაწესებულებაში შესვლისას თან ახლავს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევების ოქმები.

ამასთან, ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი და მუშაობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც ყოველდღიურ ზედამხედველობას უწევს საკვებ პროდუქტებს, მათ მომზადებასა და მიწოდებას საბოლოო ბენეფიციარამდე. ასევე, ყველა საბავშვო ბაღში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სპეციალისტები," - აღნიშნულია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 4
  1. პირველი არხისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს – „ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა“
  2. TV პირველიოპოზიციურისაბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილია
  3. BM.GEოპოზიციურისაბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
  5. იმედინიუსისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისურსათის სააგენტომ საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა - დარღვევა არ გამოვლინდა
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურისაბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა – სეს
  8. იმედინიუსისამთავრობოთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"დღის განმავლობაში არ გამოვლენილა ბავშვთა ავადობის არცერთი ფაქტი" - ბაღების სააგენტოს განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები