პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან აღებული სურსათის 694-ვე ნიმუში უვნებლობის ნორმებს შეესაბამება და დარღვევა არ გამოვლენილა — მონიტორინგის საბოლოო შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო ასაჯაროებს.

საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
რუსთავი 2

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროვებს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგი ცნობილია.

ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის:

ხილ-ბოსტნეული;

რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);

ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);

მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.

კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:

მძიმე მეტალები;

ნიტრატები;

მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა - დადებითი სტაფილოკოკი).

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 4
  1. პირველი არხისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს – „ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა“
  2. TV პირველიოპოზიციურისაბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილია
  3. BM.GEოპოზიციურისაბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევის შედეგები ცნობილია | სეს
  4. იმედინიუსისამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისურსათის სააგენტომ საბავშვო ბაღების შემოწმება დაასრულა - დარღვევა არ გამოვლინდა
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურისაბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა – სეს
  7. იმედინიუსისამთავრობოთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
  8. რუსთავი 2სამთავრობობაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები