პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალბანელი სტუდენტების საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი

განათლების სამინისტრო

ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა: დემონსტრანტებმა განათლების სამინისტროს აგურები და ბეტონის ბლოკები ესროლეს, რაზეც პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა და რამდენიმე პირი დააკავა.

ალბანელი სტუდენტების საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი
ინტერპრესნიუსი

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში განათლებასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა და სტუდენტებმა განათლების სამინისტროს შენობას აგურები და ბეტონის ბლოკები ესროლეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

„ძალადობა არ ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება გამოსავალი. ქვების სროლა, სახელმწიფო დაწესებულებებსა და პოლიციაზე თავდასხმა, ისევე როგორც საზოგადოებრივი ქონების უაზრო განადგურება, არ არის ის გზა, რომლითაც ახალგაზრდებმა საკუთარი თავი უნდა გამოხატონ“, - განაცხადა ალბანეთის ვიცე-პრემიერმა ალბანა კოჩიუმ.

სტუდენტმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია უნივერსიტეტებში არსებულ პირობებს, უმაღლესი განათლების მისაღებად არსებულ ფასებს, ფინანსურ მხარდაჭერასა და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივებს უკავშირდება. ზოგიერთმა მომიტინგემ განაცხადა, რომ სურდათ, გამოეხატათ უკმაყოფილება უთანასწორობისა და მთავრობის მიმართ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოალბანეთში,საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოალბანეთში სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალადობა არ ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება გამოსავალი. ქვების სროლა, სახელმწიფო დაწესებულებებსა და პოლიციაზე თავდასხმა, ისევე როგორც საზოგადოებრივი ქონების უაზრო განადგურება, არ არის ის გზა, რომლითაც ახალგაზრდებმა საკუთარი თავი უნდა გამოხატონ“
ალბანა კოჩიუ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"ალბანეთი კარგად კოორდინირებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა" - ალბანეთის პრემიერ-მინისტრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები