პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბანერზე ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გამო „ნაცმოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ დაპირისპირება გრძელდება

ნაციონალური მოძრაობაფედერალისტები

ბანერზე ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ერთად გამოსახვის გამო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ფედერალისტებს“ შორის დაპირისპირება გრძელდება, რაც თავისუფლების მოედანზე ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სოციალურ ქსელში ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა.

ბანერზე ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გამო „ნაცმოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ დაპირისპირება გრძელდება
პირველი არხი

ბანერზე წარწერით – „არა! ახირებული ავტოკრატიის დრო წავიდა“, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოების ერთად გამოსახვის გამო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ფედერალისტებს“ შორის დაპირისპირება გრძელდება.

ამ თემაზე პარტიების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ.

„ნაძირალა, მავნებელი, წარსულის კომპლექსებით შეპყრობილი ხისთავიანების „შედევრი”, – დაწერა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა სოციალურ ქსელში და აღნიშნული ბანერის ფოტო გამოაქვეყნა.

„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეშვილმა კი ბანერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „როგორც დაგპირდით, ჩვენი გზავნილის დისციპლინა დაცულია – ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.

თამარ ჩერგოლეიშვილმა მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გამოეხმაურა.

„ცოტა ვერ გავიგე, სიტყვის თავისუფლებაა და ამიტომ გაფხატავთ სააკაშვილიან ანკესებს თავზეო ხომ გაიძახით?

ზუსტად სიტყვის თავისუფლების ფარგლებში წავიდა ახირებული ავტოკრატების დრო – ბიძინას და მიშას დრო.

და ასევე, უდიდესი მადლობა რომ ღაწვებს იხოკავთ და გვეხმარებით იმ გზავნილის გავრცელებაში, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა – მერწმუნეთ, მუსიკასავით ესმის ასობით ათას ადამიანს ყურებში“, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი – პროტესტი არის მშვიდობიანი, ერთმანეთს დავინახავთ, რამდენი ვართ, ერთიანი მარშით მივალთ თავისუფლების მოედანზე, ჰიმნს დავაგუგუნებთ და წავალთ სახლშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები