პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

The Washington Post: ირანი ამერიკულ ჯარებზე დარტყმებისთვის Starlink-ს იყენებდა

The Washington Post-ის ცნობით, ირანმა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ჯარებზე დარტყმებისთვის Starlink-ი სულ მცირე ორჯერ გამოიყენა, რამაც ილონ მასკის განრისხება გამოიწვია.

The Washington Post: ირანი ამერიკულ ჯარებზე დარტყმებისთვის Starlink-ს იყენებდა
იმედინიუსი

აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან მალევე, ირანმა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ჯარებზე დარტყმების განსახორციელებლად, Starlink-ი სულ მცირე ორჯერ გამოიყენა. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

WP-ის თანამოსაუბრეთა ცნობით, მილიარდერი ილონ მასკი განრისხდა, როდესაც შეიტყო, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგე მის პროდუქტს იყენებდა.

Starlink-ზე არასანქცირებული წვდომის დროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საკუთარი ქვედანაყოფების კოორდინაციას ახორციელებდა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში აშშ-ის ობიექტებზე იერიშის მისატანად დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს მართავდა.

სტატიაში არ არის მოყვანილი მონაცემები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ შეძლო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა Starlink-ის ტერმინალებზე წვდომის მოპოვება, თუმცა სატელიტური ქსელის ტერმინალები ირანში არალეგალურად შეაქვთ, მათ შორის ადგილობრივი მომიტინგეების მხარდასაჭერად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმედია - ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას Starlink-ი გამოიყენა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„თავიდანვე ვამბობდი, რომ Starlink-ი სამოქალაქო სისტემაა. ის არ არის განკუთვნილი შეტევითი დრონებით დარტყმებისთვის, რომელთა შედეგადაც ადამიანები იღუპებიან. თუ ამის გაკეთება გსურთ, ამისთვის არსებობს Starshield - ცალკე სისტემა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს. მაგრამ ნუ მთხოვთ მე, როგორც კერძო პირს, მივიღო გადაწყვეტილებები ადამიანების ლიკვიდაციის შესახებ“ - ილონ მასკი ზელენსკის ტყუილში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები