ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ალბანეთი კარგად კოორდინირებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა" - ალბანეთის პრემიერ-მინისტრი

ალბანეთში სტუდენტური პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, პრემიერ-მინისტრ ედი რამას განცხადებით კი ქვეყანა კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე გახდა და დემონსტრანტებზე გავლენას „ანტიფა“ ახდენს.

ალბანეთის მასშტაბური პროტესტი გრძელდება, სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია ტირანას ცენტრში დაპირისპირებაში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ფოიერვერკები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრანტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, შექმნილი ვითარებით მოსარგებლე პირებთან მოლაპარაკება დაუშვებელია. მისი თქმით, ახალგაზრდა დემონსტრანტებზე გავლენას ახდენს ახალი რადიკალური ძალა, რომელსაც ის "ანტიფას" უკავშირებს.

"დაუშვებელია მოლაპარაკება ნებისმიერ პირთან, ვინც შექმნილი ვითარებით სარგებლობს. ეს ახალგაზრდა კაცები და ქალები იდეოლოგიზებულნი და რადიკალიზებულნი არიან იმ ახალი, ბნელი ძალის წნეხითა თუ შთაგონებით, რომელიც ევროპასა და შეერთებულ შტატებში გამოჩნდა და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა — ეს არის "ანტიფა". ეს შემთხვევითობა არ არის. ალბანეთი კარგად კოორდინირებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა", - აცხადებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალბანეთში შეტაკებები მოხდა ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები