ილონ მასკი: USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეულ უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში
ილონ მასკი USAID-ს სხვა ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის ოპერაციებსა და უამრავი ადამიანის სიკვდილში, განსაკუთრებით უკრაინაში, ადანაშაულებს.

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი USAID-ს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესში ჩარევასა და ხელისუფლებების შეცვლასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ადანაშაულებს.
მასკის აზრით, USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის პროცესებში მონაწილეობდა. ის X-ზე აზიარებს Wall Street Apes-ის პოსტს, რომლის მიხედვითაც USAID-ი ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა და ამბობს, რომ სწორედ USAID-ია პასუხისმგებელი უამრავი ადამიანის სიკვდილზე, განსაკუთრებით უკრაინაში.
„USAID-ი პასუხისმგებელია რეჟიმის შეცვლის ოპერაციების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ რაოდენობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში“, - წერს მასკი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…