პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალბანეთში სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

განათლების სამინისტრო

ტირანაში სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა: დემონსტრანტებმა განათლების სამინისტროს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი აირი გამოიყენა. დაკავებულია 23 პირი, 13 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალბანეთში სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
რუსთავი 2

სტუდენტების ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ტირანაში. განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა უწყების შენობას ქვები და ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს.

სამართალდამცველებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

პოლიციამ 23 პირი დააკავა. დაშავებულია 6 სამართალდამცველი, 13 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მათ შორის არიან სტუდენტები, ერთი ჟურნალისტი და უცხოელი დიპლომატი.

აქციის მონაწილეები სასწავლო პირობების გაუმჯობესებას, ფინანსურ მხარდაჭერას, კორუფციის აღმოფხვრასა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოალბანეთში,საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიალბანელი სტუდენტების საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალბანეთში საპროტესტო აქციები არ წყდება - ძალადობრივი შეტაკებების შედეგად, ათობით დემონსტრანტი და პოლიციელია დაშავებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები