მარი გაბედავა: ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!
მარი გაბედავა: რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის, მე 8 კლასელის მშობელი მარი გაბედავა:
ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!
ვინაიდან ფართის მოძიებას არ ეყო ეს ორი დღე, ამასთანავე, სულ რომ ხვალ ვიშოვოთ ფართი, გარკვეული დრო დასჭირდება გარდამავალ პერიოდს - ხელშეკრულების გაფორმება, 112ის დასკვნა და აშ.
თქვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში.
მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში.
ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება.
ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები.
დაემატებიან მანდატურები.
რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიავეკუას სკოლაში სწავლა „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ გაგრძელდება, ჩატარდება „სიღრმისეული ექსპერტიზა“
მშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლის შენობაში გაგრძელდება და ორშაბათიდან გაძლიერდება უსაფრთხოება - ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი კი, რომელიც სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად 2027 წლის სექტემბერში იქნება მზად
სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი! – სიახლე ვეკუას სკოლასთან დაკავშირებით
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…