პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები

განათლების სამინისტროტვ პირველი

თბილისის 42-ე საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები შეიკრიბნენ და სწავლის პირველ ცვლაში გაგრძელება მოითხოვეს. მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად, შენობის ავარიულობის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი შესაძლოა შეჩერდეს.

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები
ინტერპრესნიუსი

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები. პარალელურად, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი სკოლაში იმყოფება, სადაც ის სკოლის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას.

მშობლები ითხოვენ, რომ ბავშვებმა სწავლა პირველ ცვლაში გააგრძელონ.

„ჩვენი აქ შეკრების მიზანი არის ერთადერთი, ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პირველ ცვლაში გააგრძელონ სწავლა სრული დატვირთვით, როგორც აქამდე იყო. ეს ამ შენობაში იქნება თუ სხვაგან, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია უსაფრთხო გარემო იყოს და პირველი ცვლა იყო. როგორც გვითხრეს, სამინისტროდან არის წარმომადგენელი. დეტალები ჯერ არ ვიცით, რომ გამოვლენ გაგვიხარდება თუ კარგს გვეტყვიან“,- აღნიშნა მშობელმა „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

განათლების სამინისტროში არ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟი. „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, რომ ჯერ დადასტურებულად ცნობილი არაა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ არის თუ არა აუცილებელი მოსწავლეების სკოლიდან გაყვანა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურითბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - ამჯერად სამიზნე ვეკუას სკოლაა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურითბილისის ვეკუას სახელობის სკოლაში სწავლა შესაძლოა შეჩერდეს
  3. ფორმულაოპოზიციურიავარიული შენობის გამო 42-ე სკოლაში სწავლა ჩერდება – მოსწავლეები 51-ე სკოლაში გადაჰყავთ
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები
  5. TV პირველიოპოზიციურიპროტესტი ვეკუას სკოლასთან - მშობლები და პედაგოგები სამინისტროსგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურივეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლები - სამინისტრო სწავლის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს: ჰიბრიდულ სწავლებას, მეორე სმენას, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენას, საუბარია სექტემბრიდან სტუ-ს შენობაში გადასვლაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი აქ შეკრების მიზანი არის ერთადერთი, ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პირველ ცვლაში გააგრძელონ სწავლა სრული დატვირთვით, როგორც აქამდე იყო. ეს ამ შენობაში იქნება თუ სხვაგან, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია უსაფრთხო გარემო იყოს და პირველი ცვლა იყო. როგორც გვითხრეს, სამინისტროდან არის წარმომადგენელი. დეტალები ჯერ არ ვიცით, რომ გამოვლენ გაგვიხარდება თუ კარგს გვეტყვიან“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო“ - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები