პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ელსანტი D

ELSANT D

ურეცეპტოდ5მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

• ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის ქავილის, შეშუპების და გაჭედვის, ასევე თვალების ქავილის, სიწითლის და ცრემლდენის, სასის ქავილის და ხველის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით). • ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების ან გაქრობის მიზნით).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დესლორატადინი (desloratadine)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -PJSC «Pharmaceutical Firm «Darnitsa»(უკრაინა)), საქართველო
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX27
რეგისტრაციის ნომერი
რ-037108
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაელსანტი D და სხვა წამალი ერთად

ელსანტი D — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის ქავილის, შეშუპების და გაჭედვის, ასევე თვალების ქავილის, სიწითლის და ცრემლდენის, სასის ქავილის და ხველის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით).
  • ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების ან გაქრობის მიზნით).

მიღების წესი და დოზირება

ელსანტი D ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. პრეპარატი მიიღება პერორალურად 1 ტაბლეტი (5 მგ) დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება რეგულარულად, დღის ერთსა და იმავე დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმის და მიმდინარეობის მიხედვით.

ინტერმისიული ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები აღინიშნება არა უმეტეს 4 დღე კვირაში ან არა უმეტეს 4 კვირის განმავლობაში) თერაპია უნდა ჩატარდეს ანამნეზის გათვალისწინებით: შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს სიმპტომების ხელახლა გამოვლენისას.

პერსისტიული ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები აღინიშნება არანაკლებ 4 დღე კვირაში ან არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში) საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ასევე ლორატადინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

დესლორატადინის ტაბლეტირებული ფორმების უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

დესლორატადინი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ კრუნჩხვები ანამნეზში. დესლორატადინით მკურნალობისას ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან კრუნჩხვების განვითარებისაკენ. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას დესლორატადინის მიღების შეწყვეტაზე იმ პაციენტებში, რომელთაც მკურნალობის პერიოდში აღენიშნებოდა კრუნჩხვები.

ელსანტი D შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: დესლორატადინის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ გამოვლენილა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პრეპარატით მკურნალობისას აღინიშნება ძილიანობა, რამაც შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს ავტომობილის და რთული ტექნიკის მართვის უნარზე.

შეფუთვა:

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დესლორატადინის არაერთჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს არ გამოვლენილა პლაზმაში დესლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება. პრეპარატი არ აძლიერებს ალკოჰოლის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა ფსიქომოტორული რეაქციების დარღვევა და ძილიანობა.

თუმცა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნებოდა ალკოჰოლის აუტანლობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამიტომ, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ალკოჰოლის მიღებისას პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.

საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი დანიშვნა ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. დესლორატადინი აღწევს დედის რძეში, რის გამოც პრეპარატი არ ინიშნება ძუძუთი კვების პერიოდში.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე ცნობილი არ არის.

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: სიხშირე ცნობილი არ არის - მადის მომატება;

ფსიქიკური დარღვევები: ძალიან იშვიათი - ჰალუცინაციები; სიხშირე ცნობილი არ არის - ანომალური ქცევა, აგრესია;

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი; ძალიან იშვიათი -თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები;

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ტაქიკარდია, პალპიტაცია; სიხშირე ცნობილი არ არის - QT ინტერვალის გახანგრძლივება;

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ხშირი - პირის სიმშრალე; ძალიან იშვიათი - მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა;

დარღვევები ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება სისხლში, ჰეპატიტი; სიხშირე ცნობილი არ არის - სიყვითლე;

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - მიალგია;

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: სიხშირე ცნობილი არ არის -მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ;

ზოგადი დარღვევები: ხშირი - მომატებული დაღლილობა;

ძალიან იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ( მათ შორის ანაფილაქსია, კვინკეს შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება); სიხშირე ცნობილი არ არის - ასთენია.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება: მომატებული დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია. დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. პერიტონეალური დიალიზის გამოყენების ეფექტურობა არ არის დადგენილი.

დესლორატადინის მრავალჯერადი მიღება, სადღეღამისო დოზით 45 მგ (თერაპიულ დოზაზე 9-ჯერ მეტი), არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს.

შემადგენლობა

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

დესლორატადინს – 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი: Opadry 85 F ცისფერი (ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტალკი, FD&C ცისფერი, რკინის შავი ოქსიდი, საღებავი Quinoline yellow aluminium lake (E 104)).

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ელსანტი D წარმოადგენს არასედაციურ, ხანგრძლივად მოქმედ ანტიჰისტამინურ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პრეპარატის მოქმედება იწყება პერორალური მიღებიდან 30 წუთში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.

ელსანტი D აქტიური ნივთიერება - დესლორატადინი წარმოადგენს ლორატადინის პირველად აქტიურ მეტაბოლიტს. პერორალური მიღების შემდეგ დესლორატადინი სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს, თრგუნავს სხვადასხვა რეაქციების კასკადს, რომელიც საფუძვლად უდევს ალერგიული ანთების განვითარებას: პოხიერი უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამოთავისუფლებას, მათ შორის ინტერლეიკინების – IL-4, IL-6, IL-8, IL-13, აგრეთვე ენდოთელურ უჯრედებში ახდენს P-სელექტინის ადჰეზიის მოლეკულის ექსპრესიის ინჰიბირებას.

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში პრეპარატი ეფექტურია ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ქავილი, აგრეთვე თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა, სასის ქავილი. პრეპარატი ეფექტურად აკონტროლებს სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.

მოზრდილებში დესლორატადინის ერთჯერადი დოზის 5 მგ გამოყენება გავლენას არ ახდენს შრომისუნარიანობაზე და არ იწვევს ძილიანობას.

ფარმაკოკინეტიკა:

დესლორატადინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში ვლინდება პლაზმაში. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (5 მგ-დან 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონი), პლაზმის ცილებს უკავშირდება 83-87%.

პრეპარატი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, 7.5 მგ-მდე დოზის მიღებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ რეაქციებზე. გადადის დედის რძეში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ელსანტი D

(ELSANT D)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დესლორატადინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ცისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;

შემადგენლობა:

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

დესლორატადინს – 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი: Opadry 85 F ცისფერი (ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტალკი, FD&C ცისფერი, რკინის შავი ოქსიდი, საღებავი Quinoline yellow aluminium lake (E 104)).

გამოშვების ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.

სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები.

დესლორატადინი.

ათქ-კოდი: R06AX27

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ელსანტი D წარმოადგენს არასედაციურ, ხანგრძლივად მოქმედ ანტიჰისტამინურ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პრეპარატის მოქმედება იწყება პერორალური მიღებიდან 30 წუთში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.

ელსანტი D აქტიური ნივთიერება - დესლორატადინი წარმოადგენს ლორატადინის პირველად აქტიურ მეტაბოლიტს. პერორალური მიღების შემდეგ დესლორატადინი სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს, თრგუნავს სხვადასხვა რეაქციების კასკადს, რომელიც საფუძვლად უდევს ალერგიული ანთების განვითარებას: პოხიერი უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამოთავისუფლებას, მათ შორის ინტერლეიკინების – IL-4, IL-6, IL-8, IL-13, აგრეთვე ენდოთელურ უჯრედებში ახდენს P-სელექტინის ადჰეზიის მოლეკულის ექსპრესიის ინჰიბირებას.

ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში პრეპარატი ეფექტურია ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ქავილი, აგრეთვე თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა, სასის ქავილი. პრეპარატი ეფექტურად აკონტროლებს სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.

მოზრდილებში დესლორატადინის ერთჯერადი დოზის 5 მგ გამოყენება გავლენას არ ახდენს შრომისუნარიანობაზე და არ იწვევს ძილიანობას.

ფარმაკოკინეტიკა:

დესლორატადინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში ვლინდება პლაზმაში. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (5 მგ-დან 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონი), პლაზმის ცილებს უკავშირდება 83-87%.

პრეპარატი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, 7.5 მგ-მდე დოზის მიღებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ რეაქციებზე. გადადის დედის რძეში.

ჩვენება:

  • ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის ქავილის, შეშუპების და გაჭედვის, ასევე თვალების ქავილის, სიწითლის და ცრემლდენის, სასის ქავილის და ხველის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით).
  • ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების ან გაქრობის მიზნით).

მიღების წესი და დოზირება:

ელსანტი D ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. პრეპარატი მიიღება პერორალურად 1 ტაბლეტი (5 მგ) დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება რეგულარულად, დღის ერთსა და იმავე დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმის და მიმდინარეობის მიხედვით.

ინტერმისიული ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები აღინიშნება არა უმეტეს 4 დღე კვირაში ან არა უმეტეს 4 კვირის განმავლობაში) თერაპია უნდა ჩატარდეს ანამნეზის გათვალისწინებით: შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს სიმპტომების ხელახლა გამოვლენისას.

პერსისტიული ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები აღინიშნება არანაკლებ 4 დღე კვირაში ან არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში) საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი რეაქციების სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე ცნობილი არ არის.

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: სიხშირე ცნობილი არ არის - მადის მომატება;

ფსიქიკური დარღვევები: ძალიან იშვიათი - ჰალუცინაციები; სიხშირე ცნობილი არ არის - ანომალური ქცევა, აგრესია;

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი; ძალიან იშვიათი -თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები;

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ტაქიკარდია, პალპიტაცია; სიხშირე ცნობილი არ არის - QT ინტერვალის გახანგრძლივება;

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ხშირი - პირის სიმშრალე; ძალიან იშვიათი - მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა;

დარღვევები ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება სისხლში, ჰეპატიტი; სიხშირე ცნობილი არ არის - სიყვითლე;

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - მიალგია;

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: სიხშირე ცნობილი არ არის -მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ;

ზოგადი დარღვევები: ხშირი - მომატებული დაღლილობა;

ძალიან იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ( მათ შორის ანაფილაქსია, კვინკეს შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება); სიხშირე ცნობილი არ არის - ასთენია.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ასევე ლორატადინის მიმართ.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დესლორატადინის არაერთჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს არ გამოვლენილა პლაზმაში დესლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება. პრეპარატი არ აძლიერებს ალკოჰოლის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა ფსიქომოტორული რეაქციების დარღვევა და ძილიანობა.

თუმცა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნებოდა ალკოჰოლის აუტანლობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამიტომ, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ალკოჰოლის მიღებისას პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.

საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება: მომატებული დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია. დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს. პერიტონეალური დიალიზის გამოყენების ეფექტურობა არ არის დადგენილი.

დესლორატადინის მრავალჯერადი მიღება, სადღეღამისო დოზით 45 მგ (თერაპიულ დოზაზე 9-ჯერ მეტი), არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი დანიშვნა ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. დესლორატადინი აღწევს დედის რძეში, რის გამოც პრეპარატი არ ინიშნება ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

დესლორატადინის ტაბლეტირებული ფორმების უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

დესლორატადინი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ კრუნჩხვები ანამნეზში. დესლორატადინით მკურნალობისას ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან კრუნჩხვების განვითარებისაკენ. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას დესლორატადინის მიღების შეწყვეტაზე იმ პაციენტებში, რომელთაც მკურნალობის პერიოდში აღენიშნებოდა კრუნჩხვები.

ელსანტი D შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: დესლორატადინის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ გამოვლენილა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პრეპარატით მკურნალობისას აღინიშნება ძილიანობა, რამაც შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს ავტომობილის და რთული ტექნიკის მართვის უნარზე.

შეფუთვა:

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა