ელორანი
ELORAN
ისეთი სიმპტომების მოხსნა, რომელიც დაკავშირებულია: - ალერგიულ რინიტთან (იხ. პ. “ფარმაკოლოგიური თვისებები”); - ჭინჭრის ციებასთან (იხ. პ. “ფარმაკოლოგიური თვისებები”);
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დესლორატადინი (desloratadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- «Technolog» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- R06AX27
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040185
- რეგისტრირებულია
- 8 თებერვალი 2024, მოქმედებს 8 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Technolog» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „3დ“ ჯორჯია
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ელორანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ისეთი სიმპტომების მოხსნა, რომელიც დაკავშირებულია:
- ალერგიულ რინიტთან (იხ. პ. “ფარმაკოლოგიური თვისებები”);
- ჭინჭრის ციებასთან (იხ. პ. “ფარმაკოლოგიური თვისებები”);
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში მიიღება 1 ტაბლეტი (5 მგ) დღეში 1-ჯერ კვებისგან დამოუკიდებლად, ალერგიულ რინიტთან და ჭინჭრის ციებასთან ასიცირებული სიმფტომების გასაქრობად (ინტერმიტირებული და პერსისტირებული ალერგიული რინიტის ჩათვლით).
ინტერმიტირებული ალერგიული რინიტის თერაპია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები) უნდა ჩატარდეს ანამნეზის გათვალისწინებით: შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს მათი ხელახლა გამოვლენის შემდეგ. მუდმივი ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი), მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ბავშვები
არსებობს შეზღუდულია კლინიკური კვლევების მონაცემები დესლორატადინის ტაბლეტების ეფექტურობის შესახებ 12-დან 17 წლამდე მოზარდებში. (იხ. პ. "გვერდითი რეაქციები").
12 წლამდე ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი. 12 წლიდან ბავშვებში პრეპარატის მიღება დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა დესლორატადინის, ლორატადინის და პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით.
დესლორატადინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში კრუნჩხვების მქონე პაციენტებში. დესლორატადინით მკურნალობისას ბავშვები შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ ახალი კრუნჩხვების განვითარების მიმართ. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს დესლორატადინით მკურნალობის შეწყვეტა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კრუნჩხვები პრეპარატის გამოყენებისას.
პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი გამოვლინებით, თანდაყოლილი ლაქტოზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
დესლორატადინის ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთად მიღებული კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
კლინიკურ და ფარმაკოლოგიურ კვლევებში, პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას ალკოჰოლთან ერთად, არ დაფიქსირებულა ეთანოლის ნეგატიური ზემოქმედების ზრდა ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. თუმცა, რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დესლორატადინის გამოყენებისას დაფიქსირდა ალკოჰოლური აუტანლობისა და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამიტომ პრეპარატით მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
იმის გამო, რომ ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, დადგენილი არ არის, სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ შეიძლება სრულად გამოირიცხოს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დესლორატადინს არ გამოუვლენია ტერატოგენურობა ცხოველებზე კვლევებში.
ორსულებში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად ორსულობის პერიოდში დესლორატადინის მიღება არ არის რეკომენდებული.
ძუძუთი კვება
დესლორატადინი ხვდება დედის რძეში, შესაბამისად მეძუძურ დედებში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
ზეგავლენა რეაქციის სისწრაფეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენების დროს
კლინიკური კვლევებისას, რომლის დორაც შეფსდა ავტომობილის მართვის უნარი, არ გამოვლენილა არანაირი გაუარესება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს.
თუმცაღა პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მოსალოდნელი ძილიანობის შესახებ, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ტრანსპორტის მართვის და მძიმე ტექნიკის გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების კლინიკურ კვლევებში, გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა 3%-ით უფრო ხშირად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს 5 მგ დღეში, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ყველაზე ხშირი (პლაცებოსთან შედარებით) გვერდითი რეაქციები იყო დაღლილობა (1.2%), პირის სიმშრალე (0.8%), თავის ტკივილი (0.6%).
ბავშვები. კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 12-დან 17 წლამდე ასაკის 578 მოზარდი, ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია იყო თავის ტკივილი, რომელიც გამოვლინდა პაციენტების 5.9%-ში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს და 6.9%-ს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
არსებობს დესლორატადინთან დაკავშირებული ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობის (არანორმალური ქცევის) რისკი (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბრაზი და აგრესია, ასევე აგზნება).
რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა (სიხშირე უცნობია): QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმიები და ბრადიკარდია.
გვერდითი რეაქციების სიხშირის შემაჯამებელი ცხრილი.
არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არც ისე ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს ხელმისაწვდომი მონაცემებით).
ორგანოების კლასი/სისტემა
გამოვლენის სიხშირე
გვერდითი რეაქციები
ფსიქიკის დარღვევა
ძალიან იშვიათად
ჰალუცინაციები
სიხშირე უცნობია
დეპრესიული მდგომარეობა
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
თავის ტკივილი
ძალიან იშვიათი
თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, კრუნჩხვები
მხედველობის სიტემის მხრივ
სიხშირე უცნობია
თვალების სიმშრალე
გულის მხრივ
ძალიან იშვიათად
ტაქიკარდია, პალპიტაცია
სიხშირე უცნობია
QT ინტერვალის გახანგრძლივება, სუპრავენტრიკულური ტაქიარითმია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი
პირის სიმშრალე
ძალიან იშვიათად
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ
ძალიან იშვიათად
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ბილირუბინის მომატება, ჰეპატიტი
სიხშირე უცნობია
სიყვითლე
საყრდენ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათად
მიალგია
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
სიხშირე უცნობია
ფოტომგრძნობელობა
ზოგადი დარღვევები
ხშირად
დაღლილობა
ძალიან იშვიათად
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება)
სიხშირე უცნობია
ასთენია
მეტაბოლური და კვებითი დარღვევების მხრივ
სიხშირე უცნობია
მადის მატება
კვლევევი
სიხშირე უცნობია
სხეულის მასის მატება
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოიყენება სტანდარტული ზომები, რომლებიც მიმართულია არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების გამოდევნაზე, ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
კვლევაში მოზრდილებში და მოზარდებში დესლორატადინის 45მგ-მდე დოზების (რეკომენდებულზე 9-ჯერ მეტი) მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით; პერიტონეალური ჰემოდიალიზით დესლორატადინის გამოყოფის შესაძლებლობა არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები
ინახება თავისივე შეფუთვაში არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
რესპირატორული სისტემა. სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური პრეპარატები. სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები. დესლორატადინი
ათქ კოდი: R06A X27
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დესლორატადინი - არის არასედაციური, ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინი, რომელსაც აქვს შერჩევითი ანტაგონისტური მოქმედება პერიფერიულ H1 რეცეპტორებზე. პერორალური მიღების შემდეგ, დესლორატადინი შერჩევით ბლოკავს პერიფერიულ ჰისტამინის H1 რეცეპტორებს.
in vitro კვლევებში დესლორატადინმა აჩვენა თავისი ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ენდოთელურ უჯრედებზე. ეს გამოიხატებოდა ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების განთავისუფლების ინჰიბირებით, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13 ადამიანის მასტოციდების/ბაზოფილებიდან, ისევე როგორც ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესიის დათრგუნვა, როგორიცაა P-სელექტინი. ამ დაკვირვებების კლინიკური მნიშვნელობა მოითხოვს დადასტურებას.
მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 20 მგ-მდე დესლორატადინს იღებდნენ ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა მხრივ. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში, როდესაც დესლორატადინი გამოიყენებოდა 45 მგ დოზით დღეში (დღიურ კლინიკურ დოზაზე 10-ჯერ მეტი) 10 დღის განმავლობაში, QT ინტერვალის გახანგრძლივება არ დაფიქსირებულა.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტურად აქრობს სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ასევე თვალების გაღიზიანება, ცრემლდენა და სიწითლე და სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტურად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.
დესლორატადინი პრაქტიკულად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს).
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზის გამოყენებისას 5 მგ/დღეში, ძილიანობის სიხშირე არ განსხვავდებოდა პლაცებო ჯგუფისგან. კლინიკურ კვლევებში, დესლორატადინის ერთჯერადი დოზა 7,5 მგ/დღეში არ მოქმედებდა ფსიქომოტორულ აქტივობაზე.
დესლორატადინი ეფექტურად ამსუბუქებს სეზონური ალერგიული რინიტის სიმძიმეს, რასაც მოწმობს რინოკონიუნქტივიტის ცხოვრების ხარისხის კითხვარის საერთო ქულა. ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა კითხვარის პუნქტებში, რომლებიც დაკავშირებულია პრაქტიკულ პრობლემებთან და ყოველდღიურ აქტივობებთან, რომლებიც ზღუდავს სიმპტომებს.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილია, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობის კლინიკური მოდელი. იმის გამო, რომ ჰისტამინის გამოყოფა არის გამომწვევი ფაქტორი ჭინჭრის ციების ყველა ფორმაში, მოსალოდნელია, რომ დესლორატადინი ეფექტური იქნება ჭინჭრის ციების სხვა ფორმებში სიმპტომების შესამსუბუქებლად, გარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისა.
ორ პლაცებოზე კონტროლირებად, ექვსკვირიან კვლევაში პაციენტებში ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით, დესლორატადინი ეფექტური იყო ქავილის შესამსუბუქებლად და ჭინჭრის ციების ზომისა და რაოდენობის შემცირებაში პირველი დოზირების ინტერვალის ბოლოს.
თითოეულ კვლევაში ეფექტი შენარჩუნებული იყო დოზირების 24 საათიანი ინტერვალის განმავლობაში. ქავილის 50%-ზე მეტი გაუმჯობესება დაფიქსირდა პაციენტების 55%-ში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს, იმ პაციენტების 19%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
პრეპარატის მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ძილზე და დღის აქტივობაზე.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 30 წუთში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათში; ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის დაგროვების ხარისხი შეესაბამებოდა მის ნახევარგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და დღეში ერთხელ დოზირების სიხშირეს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციული იყო, 5 მგ-დან 20 მგ-მდე.
ფარმაკოკინეტიკური კვლევაში, რომელშიც პაციენტების დემოგრაფია შედარებული იყო სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგად პოპულაციასთან, დესლორატადინის უფრო მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა სუბიექტების 4%-ში. ეს რიცხვი შეიძლება განსხვავდებოდეს ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია იყო დაახლოებით 3-ჯერ მეტი დაახლოებით 7 საათის შემდეგ, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 89 საათი. უსაფრთხოების პროფილი ამ პაციენტებში არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისგან.
განაწილება
დესლორატადინი ზომიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს (83-87%).
დესლორატადინის დოზით 5-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში გამოყენებისას, პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვების ნიშნები არ გამოვლენილა.
ბიოტრანსფორმაცია
ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, ჯერ არ არის გამოვლენილი, ამიტომ ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ შეიძლება ბოლომდე იყოს გამორიცხული. დესლორატადინი არ აინჰიბირებს CYP3A4 in vivo, in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არ თრგუნავს CYP2D6 და არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს ან ინჰიბიტორს.
გმოყოფა
7,5 მგ დესლორატადინის ერთჯერადი დოზის გამოყენებით კვლევაში, დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკაზე საკვების მიღებამ (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) არანაირი ზემოქმედება არ გამოავლინა.
ასევე დადგინდა, რომ გრეიფრუტის წვენი არ მოქმედებს დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ელორანი
(ELORAN)
პრეპარატის დასახელება: ელორანი
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დესლორატადინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მრგვალი, აპკით დაფარული, ცისფერი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები. გატეხვის ადგილზე გამადიდებლის ქვეშ ჩანს ბირთვი, რომელიც დაფარულია ერთი მთლიანი ფენით.
პრეპარატის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: დესლორატადინი;
1 აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ დესლორატადინს;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, კარნაუბის ცვილი, თეთრი ცვილი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი, ინდიგოკარმინი (E132).
წამლის ფორმა: აპკით დაფარული ტაბლეტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რესპირატორული სისტემა. სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური პრეპარატები. სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები. დესლორატადინი
ათქ კოდი: R06A X27
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დესლორატადინი - არის არასედაციური, ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინი, რომელსაც აქვს შერჩევითი ანტაგონისტური მოქმედება პერიფერიულ H1 რეცეპტორებზე. პერორალური მიღების შემდეგ, დესლორატადინი შერჩევით ბლოკავს პერიფერიულ ჰისტამინის H1 რეცეპტორებს.
in vitro კვლევებში დესლორატადინმა აჩვენა თავისი ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ენდოთელურ უჯრედებზე. ეს გამოიხატებოდა ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების განთავისუფლების ინჰიბირებით, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13 ადამიანის მასტოციდების/ბაზოფილებიდან, ისევე როგორც ადჰეზიური მოლეკულების ექსპრესიის დათრგუნვა, როგორიცაა P-სელექტინი. ამ დაკვირვებების კლინიკური მნიშვნელობა მოითხოვს დადასტურებას.
მრავალჯერადი დოზის კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 20 მგ-მდე დესლორატადინს იღებდნენ ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა მხრივ. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში, როდესაც დესლორატადინი გამოიყენებოდა 45 მგ დოზით დღეში (დღიურ კლინიკურ დოზაზე 10-ჯერ მეტი) 10 დღის განმავლობაში, QT ინტერვალის გახანგრძლივება არ დაფიქსირებულა.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტურად აქრობს სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ასევე თვალების გაღიზიანება, ცრემლდენა და სიწითლე და სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტურად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.
დესლორატადინი პრაქტიკულად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს).
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზის გამოყენებისას 5 მგ/დღეში, ძილიანობის სიხშირე არ განსხვავდებოდა პლაცებო ჯგუფისგან. კლინიკურ კვლევებში, დესლორატადინის ერთჯერადი დოზა 7,5 მგ/დღეში არ მოქმედებდა ფსიქომოტორულ აქტივობაზე.
დესლორატადინი ეფექტურად ამსუბუქებს სეზონური ალერგიული რინიტის სიმძიმეს, რასაც მოწმობს რინოკონიუნქტივიტის ცხოვრების ხარისხის კითხვარის საერთო ქულა. ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა კითხვარის პუნქტებში, რომლებიც დაკავშირებულია პრაქტიკულ პრობლემებთან და ყოველდღიურ აქტივობებთან, რომლებიც ზღუდავს სიმპტომებს.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილია, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობის კლინიკური მოდელი. იმის გამო, რომ ჰისტამინის გამოყოფა არის გამომწვევი ფაქტორი ჭინჭრის ციების ყველა ფორმაში, მოსალოდნელია, რომ დესლორატადინი ეფექტური იქნება ჭინჭრის ციების სხვა ფორმებში სიმპტომების შესამსუბუქებლად, გარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებისა.
ორ პლაცებოზე კონტროლირებად, ექვსკვირიან კვლევაში პაციენტებში ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით, დესლორატადინი ეფექტური იყო ქავილის შესამსუბუქებლად და ჭინჭრის ციების ზომისა და რაოდენობის შემცირებაში პირველი დოზირების ინტერვალის ბოლოს.
თითოეულ კვლევაში ეფექტი შენარჩუნებული იყო დოზირების 24 საათიანი ინტერვალის განმავლობაში. ქავილის 50%-ზე მეტი გაუმჯობესება დაფიქსირდა პაციენტების 55%-ში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს, იმ პაციენტების 19%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
პრეპარატის მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ძილზე და დღის აქტივობაზე.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 30 წუთში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათში; ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. დესლორატადინის დაგროვების ხარისხი შეესაბამებოდა მის ნახევარგამოყოფის პერიოდს (დაახლოებით 27 საათი) და დღეში ერთხელ დოზირების სიხშირეს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა დოზის პროპორციული იყო, 5 მგ-დან 20 მგ-მდე.
ფარმაკოკინეტიკური კვლევაში, რომელშიც პაციენტების დემოგრაფია შედარებული იყო სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგად პოპულაციასთან, დესლორატადინის უფრო მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა სუბიექტების 4%-ში. ეს რიცხვი შეიძლება განსხვავდებოდეს ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია იყო დაახლოებით 3-ჯერ მეტი დაახლოებით 7 საათის შემდეგ, საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 89 საათი. უსაფრთხოების პროფილი ამ პაციენტებში არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისგან.
განაწილება
დესლორატადინი ზომიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს (83-87%).
დესლორატადინის დოზით 5-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში გამოყენებისას, პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვების ნიშნები არ გამოვლენილა.
ბიოტრანსფორმაცია
ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, ჯერ არ არის გამოვლენილი, ამიტომ ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ შეიძლება ბოლომდე იყოს გამორიცხული. დესლორატადინი არ აინჰიბირებს CYP3A4 in vivo, in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არ თრგუნავს CYP2D6 და არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს ან ინჰიბიტორს.
გმოყოფა
7,5 მგ დესლორატადინის ერთჯერადი დოზის გამოყენებით კვლევაში, დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკაზე საკვების მიღებამ (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) არანაირი ზემოქმედება არ გამოავლინა.
ასევე დადგინდა, რომ გრეიფრუტის წვენი არ მოქმედებს დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკაზე.
გამოყენების ჩვენებები
ისეთი სიმპტომების მოხსნა, რომელიც დაკავშირებულია:
- ალერგიულ რინიტთან (იხ. პ. “ფარმაკოლოგიური თვისებები”);
- ჭინჭრის ციებასთან (იხ. პ. “ფარმაკოლოგიური თვისებები”);
უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა დესლორატადინის, ლორატადინის და პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები
დესლორატადინის ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან ერთად მიღებული კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
კლინიკურ და ფარმაკოლოგიურ კვლევებში, პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას ალკოჰოლთან ერთად, არ დაფიქსირებულა ეთანოლის ნეგატიური ზემოქმედების ზრდა ფსიქომოტორულ ფუნქციაზე. თუმცა, რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დესლორატადინის გამოყენებისას დაფიქსირდა ალკოჰოლური აუტანლობისა და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამიტომ პრეპარატით მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
იმის გამო, რომ ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, დადგენილი არ არის, სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ შეიძლება სრულად გამოირიცხოს.
გამოყენების თავისებურებები
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით.
დესლორატადინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში კრუნჩხვების მქონე პაციენტებში. დესლორატადინით მკურნალობისას ბავშვები შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ ახალი კრუნჩხვების განვითარების მიმართ. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს დესლორატადინით მკურნალობის შეწყვეტა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კრუნჩხვები პრეპარატის გამოყენებისას.
პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი გამოვლინებით, თანდაყოლილი ლაქტოზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობა
დესლორატადინს არ გამოუვლენია ტერატოგენურობა ცხოველებზე კვლევებში.
ორსულებში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად ორსულობის პერიოდში დესლორატადინის მიღება არ არის რეკომენდებული.
ძუძუთი კვება
დესლორატადინი ხვდება დედის რძეში, შესაბამისად მეძუძურ დედებში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
ზეგავლენა რეაქციის სისწრაფეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენების დროს
კლინიკური კვლევებისას, რომლის დორაც შეფსდა ავტომობილის მართვის უნარი, არ გამოვლენილა არანაირი გაუარესება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს.
თუმცაღა პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მოსალოდნელი ძილიანობის შესახებ, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ტრანსპორტის მართვის და მძიმე ტექნიკის გამოყენების უნარზე.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში მიიღება 1 ტაბლეტი (5 მგ) დღეში 1-ჯერ კვებისგან დამოუკიდებლად, ალერგიულ რინიტთან და ჭინჭრის ციებასთან ასიცირებული სიმფტომების გასაქრობად (ინტერმიტირებული და პერსისტირებული ალერგიული რინიტის ჩათვლით).
ინტერმიტირებული ალერგიული რინიტის თერაპია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები) უნდა ჩატარდეს ანამნეზის გათვალისწინებით: შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს მათი ხელახლა გამოვლენის შემდეგ. მუდმივი ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი), მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ბავშვები
არსებობს შეზღუდულია კლინიკური კვლევების მონაცემები დესლორატადინის ტაბლეტების ეფექტურობის შესახებ 12-დან 17 წლამდე მოზარდებში. (იხ. პ. "გვერდითი რეაქციები").
12 წლამდე ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი. 12 წლიდან ბავშვებში პრეპარატის მიღება დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოიყენება სტანდარტული ზომები, რომლებიც მიმართულია არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების გამოდევნაზე, ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
კვლევაში მოზრდილებში და მოზარდებში დესლორატადინის 45მგ-მდე დოზების (რეკომენდებულზე 9-ჯერ მეტი) მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით; პერიტონეალური ჰემოდიალიზით დესლორატადინის გამოყოფის შესაძლებლობა არ არის დადგენილი.
გვერდითი რეაქციები
ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების კლინიკურ კვლევებში, გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა 3%-ით უფრო ხშირად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს 5 მგ დღეში, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ყველაზე ხშირი (პლაცებოსთან შედარებით) გვერდითი რეაქციები იყო დაღლილობა (1.2%), პირის სიმშრალე (0.8%), თავის ტკივილი (0.6%).
ბავშვები. კლინიკურ კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 12-დან 17 წლამდე ასაკის 578 მოზარდი, ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია იყო თავის ტკივილი, რომელიც გამოვლინდა პაციენტების 5.9%-ში, რომლებიც იღებდნენ დესლორატადინს და 6.9%-ს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
არსებობს დესლორატადინთან დაკავშირებული ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობის (არანორმალური ქცევის) რისკი (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბრაზი და აგრესია, ასევე აგზნება).
რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა (სიხშირე უცნობია): QT ინტერვალის გახანგრძლივება, არითმიები და ბრადიკარდია.
გვერდითი რეაქციების სიხშირის შემაჯამებელი ცხრილი.
არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არც ისე ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥ 1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს ხელმისაწვდომი მონაცემებით).
ორგანოების კლასი/სისტემა
გამოვლენის სიხშირე
გვერდითი რეაქციები
ფსიქიკის დარღვევა
ძალიან იშვიათად
ჰალუცინაციები
სიხშირე უცნობია
დეპრესიული მდგომარეობა
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
თავის ტკივილი
ძალიან იშვიათი
თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, კრუნჩხვები
მხედველობის სიტემის მხრივ
სიხშირე უცნობია
თვალების სიმშრალე
გულის მხრივ
ძალიან იშვიათად
ტაქიკარდია, პალპიტაცია
სიხშირე უცნობია
QT ინტერვალის გახანგრძლივება, სუპრავენტრიკულური ტაქიარითმია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი
პირის სიმშრალე
ძალიან იშვიათად
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ
ძალიან იშვიათად
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ბილირუბინის მომატება, ჰეპატიტი
სიხშირე უცნობია
სიყვითლე
საყრდენ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათად
მიალგია
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
სიხშირე უცნობია
ფოტომგრძნობელობა
ზოგადი დარღვევები
ხშირად
დაღლილობა
ძალიან იშვიათად
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება)
სიხშირე უცნობია
ასთენია
მეტაბოლური და კვებითი დარღვევების მხრივ
სიხშირე უცნობია
მადის მატება
კვლევევი
სიხშირე უცნობია
სხეულის მასის მატება
ვარგისობის ვადა
2 წელი.
შენახვის პირობები
ინახება თავისივე შეფუთვაში არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
კერძო სააქციო საზოგადოება “ტექნოლოგი”
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი:
უკრაინა, 200300, ჩერკასის ოლქი, ქ. უმანი, სტარაია პრორეზნაიას ქ. 8.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
