დესლორატადინი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
Desloratadine Normon 5 mg film-coated tablets
დესლორატადინი ნორმონი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც დაკავშირებულია: ალერგიულ რინიტთან (იხ. პარაგრაფი 5.1) ჭინჭრის ციებასთან (იხ. პარაგრაფი 5.1)
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დესლორატადინი (desloratadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (1X20)
- მწარმოებელი
- Laboratorios NORMON S.A, ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- R06AX27
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034879
- რეგისტრირებულია
- 6 აპრილი 2022, მოქმედებს 6 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratorios NORMON S.A (ესპანეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დესლორატადინი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დესლორატადინი ნორმონი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც დაკავშირებულია:
ალერგიულ რინიტთან (იხ. პარაგრაფი 5.1)
ჭინჭრის ციებასთან (იხ. პარაგრაფი 5.1)
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკის ზემოთ)
რეკომენდებული დოზაა დესლორატადინი ნორმონი ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.
ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში) მართვა უნდა მოხდეს პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შეფასების საფუძველზე; მკურნალობა უნდა შეწყდეს სიმპტომების მოხსნის შემდეგ და ხელახლა დაიწყოს მათი განვითარების შემთხვევაში
ხანგრძლივი ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში) პაციენტისათვის შეთავაზებული უნდა იქნას ხანგრძლივი მკურნალობა ალერგენის ზემოქმედების პერიოდებში.
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკური კვლევის ეფექტიანობის შეზღუდული გამოცდილებაა დესლორატადინის გამოყენებისას 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფები 4.8 და 5.1).
დესლორატადინი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
მიღების მეთოდი
შიგნით მისაღებად.
დოზა მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, 6.1. პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან ლორატადინის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში დესლორატადინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. პარაგრაფი 5.2).
დესლორატადინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც გულყრების პირადი ან ოჯახური ანამნეზი აქვთ და განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში, რადგან ისინი უფრო მიდრეკილნი არიან ახალი გულყრების განვითარებისადმი დესლორატადინით მკურნალობის დროს. სამედიცინო სპეციალისტებმა შეიძლება მოხსნან დესლორატადინი იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ გულყრა მკურნალობის დროს.
გაფრთხილება დამხმარე ნივთიერებების შესახებ
გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზის სრული უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არის აღწერილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები დესლორატადინის ტაბლეტებით კლინიკურ კვლევაში, სადაც ასევე ხდებოდა ერითრომიცინის ან კეტოკონაზოლის ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი 5.1).
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში დესლორატადინის მიღებისას ალკოჰოლთან ერთად, დესლორატადინმა არ გააძლიერა ალკოჰოლის ეფექტის გაუარესება ქცევაზე (იხ. პარაგრაფი 5.1).
თუმცა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოყენებისას აღინიშნა ალკოჰოლის აუტანლობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.
რეპროდუქციულ უნარზე გავლენა, ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობა
დიდი რაოდენობით მონაცემები ფეხმძიმე ქალებში (1,000 მშობიარობაზე მეტი) მიუთითებს, რომ დესლორატადინმა არ გამოიწვია ნაყოფის პათოლოგიები/ნეონატალური ტოქსიკურობა. ცხოველებზე კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ საზიანო ეფექტებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. პარაგრაფი 5.3). სიფრთხილის ზომის სახით უმჯობესია თავიდან იქნას აცილებული დესლორატადინის გამოყენება ფეხმძიმობის დროს.
ძუძუთი კვება
დესლორატადინი აღმოჩენილ იქნა ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში, რომელთა დედები მკურნალობდნენ დესლორატადინით. დესლორატადინის ეფექტი ახალშობილებზე/ჩვილებზე უცნობია. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან დესლორატადინით თერაპიის შეწყვეტის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
რეპროდუქციული უნარი
არ არის მონაცემები ხელმისაწვდომი მამაკაცების ან ქალების რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის ცნობილი რაიმე ურთიერთქმედების შესახებ დესლორატადინ ნორმონსა და სხვა მედიკამენტებს შორის.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.
დესლორატადინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
დესლორატადინი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.
სიფრთხილეა საჭირო დესლორატადინი ნორმონის მიღებისას ალკოჰოლთან ერთად.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს დესლორატადინი ნორმონის მიღება არ არის რეკომენდებული.
რეპროდუქციული უნარი
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები მამაკაცის/ქალის რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დესლორატადინს მცირე გავლენა აქვს ან საერთოდ არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, კლინიკური კვლევების მიხედვით. პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ უმეტესობა პაციენტებს არ აღენიშნებათ ძილიანობა. თუმცა, რადგან ყველა სამკურნალო პროდუქტის მიმართ პასუხი ინდივიდუალურია, რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა არ შეასრულონ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოითხოვენ ფხიზლად ყოფნას, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ არ ეცოდინებათ, როგორ რეაგირებენ ისინი მედიკამენტზე.
გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში, თერაპიული ჩვენებების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა ალერგიულ რინიტსა და ქრონიკულ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებას, რეკომენდებული დოზით, 5 მგ დღეში, დესლორატადინის გამოყენებისას, არასასურველი მოვლენები აღინიშნა 3%-ით მეტ პაციენტში, პლაცებოსთან შედარებით.
ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღინიშნა პლაცებოსთან შედარებით, იყო დაღლილობა (1.2%), პირის სიმშრალე (0.8%) და თავის ტკივილი (0.6%).
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 578 მოზარდი პაციენტი 12-დან 17 წლის ჩათვლით, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო თავის ტკივილი; ის აღინიშნა 5.9% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით და 6.9% პაციენტში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით
კლინიკური კვლევებში აღწერილი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პლაცებოზე ჭარბად და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მოცემულია ქვემოთ ცხრილში. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი ((≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ორგანოთა სისტემების კლასები
სიხშირე
დესლორატადინის გვერდითი რეაქციები
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი
სიხშირე უცნობია
ჰალუცინაციები
პათოლოგიური ქცევა, აგრესია
მხედველობის დარღვევები
სიხშირე უცნობია
თვალის სიმშრალე
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი
ძალიან იშვიათი
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, გულყრები
გულის დარღვევები
ძალიან იშვიათი
სიხშირე უცნობია
ტაქიკარდია, გულის თრთოლვა
QT ინტერვალის გახანგრძლივება
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ხშირი
ძალიან იშვიათი
პირის სიმშრალე
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა
ჰეპატობილიარული დარღვევები
ძალიან იშვიათი
სიხშირე უცნობია
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ბილირუბინის დონის გაზრდა, ჰეპატიტი
სიყვითლე
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
სიხშირე უცნობია
ფოტომგრძნობელობა
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი
Mმიალგია
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები
ხშირი
ძალიან იშვიათი
სიხშირე უცნობია
დაღლილობა
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება)
ასთენია
დამატებითი ტესტები
სიხშირე უცნობია
წონის მომატება
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
სიხშირე უცნობია
მადის გაძლიერება
პედიატრიული პოპულაცია
სხვა არასასურველი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში პედიატრიულ პაციენტებში უცნობი სიხშირით, მოიცავდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას, არითმიას, ბრადიკარდიას, პათოლოგიურ ქცევასა და აგრესიას.
სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ონლაინ სომხეთის რესპუბლიკის “წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრის” ვებგვერდზე: www.pharm.am ან ცხელი ხაზის ნომრებზე დარეკვით: +374 (10) 20 0505 და +374 (96) 22 05 05.
ჭარბი დოზა
გვერდითი მოვლენების პროფილი, რომელიც დაკავშირებულია დოზის გადაჭარბებასთან, როგორც აღინიშნა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, მსგავსია თერაპიული დოზების დროს განვითარებული მოვლენების, მაგრამ უფრო მძიმე ხასიათისაა.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში განხილულ უნდა იქნას სტანდარტული ზომების მიღება არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების მოსაცილებლად. რეკომენდებულია სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა.
დესლორატადინი გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით; არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პერიტონეალური დიალიზით.
სიმპტომები:
მრვალჯერადი დოზის კლინიკური კვლევის მიხედვით, რომელშიც გამოიყენებოდა 45 მგ დესლორატადინი (ცხრაჯერ მეტი კლინიკურ დოზაზე), არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები.

შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ლაქტოზას.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისათვის იხ. პარაგრაფი 6.1.
შენახვის პირობები
2 წელი
შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება 30ºC-ის ქვემოთ, ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
პროდუქტი მოწოდებულია ალუმინი/პოლიამიდი-ალუმინი-პვქ ბლისტერებით, შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
განადგურებისა და სხვა მოხმარების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები, ათქ კოდი: R06AX27.
მოქმედების მექანიზმი
დესლორატადინი არის არასედატიური, ხანგრძლივი მოქმედების ჰისტამინის ანტაგონისტი პერიფერიული H1-რეცეპტორის სელექტიური ანტაგონისტური მოქმედებით. შიგნით მიღების შემდეგ დესლორატადინი სელექტიურად ბლოკავს ჰისტამინის H1-რეცეპტორებს, ამიტომ ეს ნივთიერება არ ხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
დესლორატადინმა გამოავლინა ანნტიალერგიული თვისებები in vitro კვლევებში. ეს მოიცავს ანთების წინამორბედი ციტოკინების გამოთავისუფლების დათრგუნვას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8, და IL-13, ადამიანის პოხიერი უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან, ასევე თრგუნავს ენდოთელურ უჯრედებზე მოლეკულა P-სელექტინის ადჰეზიის ექსპრესიას. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა საჭიროებს შემდგომ დადასტურებას.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
მრავალდოზიან კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 20 მგ დესლორატადინი მიიღებოდა 14 დღის განმავლობაში, არ აღინიშნა სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი კარდიოვასკულარული ეფექტები. ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში, სადაც დესლორატადინი მიიღებოდა დოზით 45 მგ დღეში (ცხრაჯერ მეტი კლინიკურ დოზაზე) 10 დღის განმავლობაში, არ აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივება.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები დესლორატადინის პლაზმურ კონცენტრაციებშე აღწერილ იქნა კეტოკონაზოლისა და ერითრომიცინის მრავალდოზიან ურთიერთქმედების კვლევებში.
დესლორატადინი ცუდად აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში, არ აღინიშნა ძილიანობის შემთხვების სიჭარბე პლაცებოსთან შედარებით. დესლორატადინმა, ერთჯერადი დოზით 7.5 მგ მიღებისას, არ მოახდინა ფსიქომოტორულ აქტივობაზე გავლენა კლინიკურ კვლევებში. ერთჯერადი დოზის კვლევამ, რომელიც ჩატარდა მოზრდილებში, აჩვენა, რომ 5 მგ დესლორატადინმა არ მოახდინა გავლენა ფრენის უნარის სტანდარტულ მაჩვენებლებზე, რომელიც მოიცავდა ძილიანობის სუბიექტურ გამწვავებას ან დავალებების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია ფრენასთან.
ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში ალკოჰოლის ერთდროულად მიღებამ არ გაზარდა ალკოჰოლით გამოწვეული ქცევის გაუარესება ან ძილიანობის გაზრდა. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქომოტორულ ანალიზებში დესლორატადინისა და პლაცებო ჯგუფებს შორის, მიუხედავად იმისა, ცალკე მიიღებოდა, თუ ალკოჰოლთან ერთად.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტურად ხსნიდა სიმპტომებს, როგორიცაა ცხვირის ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ასევე თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, და სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტურად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
დესლორატადინის ტაბლეტების ეფექტიანობა ნათლად არ გამოვლინდა კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გარდა ამისა, სეზონური და წლიური ალერგიების დადგენილი კლასიფიკაციების მიხედვით, ალერგიული რინიტის კლასიფიცირება შეიძლება ხანგამოშვებით და ხაგრძლივ ალერგიულ რინიტებად, სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით. ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის დროს სიმპტომები აღინიშნება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლების დროის განმავლობაში. ხანგრძლივი ალერგიული რინიტის დროს სიმპტომები აღინიშნება კვირაში 4 ან მეტი დღის და 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში.
დესლორატადინი ეფექტიანი აღმოჩნდა სეზონური ალერგიული რინიტის სიმძიმის შემსუბუქებაში, როგორც ეს ნაჩვენები იქნა რინოკონიუნქტივიტის დროს სიცოცხლის ხარისხის კითხვარის ჯამური ქულის მიხედვით. ყველაზე მეტად გაუმჯობესება აღინიშნა პრაქტიკული პრობლემების კუთხით და ყოველდღიური აქტივობის მხრივ, რომელიც იზღუდებოდა სიმპტომებით.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილ იქნა, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობების კლინიკური მოდელი, რადგან ეტიოლოგიის მიუხედავად, მათი პათოფიზიოლოგია მსგავსია და ქრონიკული პაციენტების მოძებნა უფრო ადვილია პროსპექტულად. რადგან ყველა ჭინჭრის ციების დააავადების მიზეზი ჰისტამინის გამოთავისუფლებაა, დესლორატადინი მოსალოდნელია, რომ ეფექტური იყოს სიმპტომების მოხსნაში ჭინჭრის ციების სხვა მდგომარეობების დროს, ასევე, ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, როგორც ეს მოწოდებულია კლინიკური გზამკვლევებით.
ორ პლაცებო-გაკონტროლებულ ექვსკვირიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში, დესლორატადინი ეფექტიანი იყო ქავილის მოხსნასა და გამონაყარის ზომისა და რაოდენობის შემცირებაში პირველი დოზის ინტერვალის ბოლოს. თითოეულ კვლევაში ეფექტები შენარჩუნდა დოზირების 24-საათიან ინტერვალში. როგროც სხვა ანტიჰისტამინების კვლევაში ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, გამოირიცხა პაციენტების უმცირესობა, რომლებიც არ პასუხობდნენ ანტიჰისტამინებით მკურნალობას. ქავილის გაუმჯობესება 50%-ზე მეტად აღინიშნა 55% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით, პლაცებოს მიმღებ 19% პაციენტთან შედარებით. დესლორატადინით მკურნალობამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა გავლენა ძილსა და დღიურ აქტივობაზე, რომელიც გაიზომა ამ მაჩვენებლების შეფასების ოთხქულიანი შკალით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაციების აღმოჩენა შეიძლება მიღებიდან 30 წუთში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს, დაახლოებით 3 საათში; ნახევარგამოყოფის პერიოდი, დაახლოებით, 27 საათია. დესლორატადინის აკუმულაციის ხარისხი შესაბამისი იყო მის ნახევარგამოყოფის პერიოდთან (დაახლოებით 27 საათი) და ერთხელ დოზირების სიხშირესთან. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა პროპორციული იყო დოზის 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.
ფარმაკონეტიკულ კვლევაში, რომელშიც პაციენტების დემოგრაფიული მონაცემები შედარებულ იქნა სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგად პოპულაციასთან, პირების 4%-ში მიღწეულ იქნა დესლორატადინის უფრო მაღალი კონცენტრაცია. ეს პროცენტი შეიძლება იცვლებოდეს ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო დაახლოებით 7 საათის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდით, დაახლოებით, 89 საათი. ამ პირების უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისაგან.
განაწილება
დესლორატადინი ზომიერად (83%-87%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. არ არის მტკიცებულება მედიკამენტის კლინიკურად მნიშვნელოვანი აკუმულაციის შესახებ 14 დღის განმავლობაში დესლორატადინის დღეში ერთხელ დოზირების შემდეგ (5 მგ - 20 მგ).
ბიოტრანსფორმაცია
ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, ჯერ-ჯერობით არ არის იდენტიფიცირებული და ამიტომ, ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან სრულად არ უნდა გამოირიცხოს. დესლორატადინი არ თრგუნავს CYP3A4-ს in vivo, და in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სამკურნალო პროდუქტი არ აინჰიბირებს CYP2D6-ს და არ არის P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატი და არც ინჰიბიტორი.
გამოყოფა
ერთჯერადი დოზის კვლევაში, რომელშიც გამოიყენებოდა 7.5 მგ დესლორატადინი, არ აღინიშნა საკვების (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) ეფექტი დესლორატადინის დისპოზიციაზე. მეორე კვლევაში გრეიფრუტის წვენს არ ჰქონდა ეფექტი დესლორატადინის დისპოზიციაზე.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები
დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (თქუ) მქონე პაციენტებში შედარებულ იქნა ჯანმრთელ პირებთან ერთ ერთჯერადი დოზის კვლევაში და ერთ მრავალჯერადი დოზის კვლევაში. ერთჯერადი დოზის კვლევაში დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 2-ჯერ და 2.5-ჯერ მეტი იყო პირებში, სუსტი და საშუალო თქუ-ს და მძიმე თქუ-ს დროს, შესაბამისად, ვიდრე ჯანმრთელ პირებში. მრავალდოზიან კვლევაში წონასწორული კონცენტრაცია მიღწეულ იქნა 11 დღის შემდეგ და ჯანმრთელ პირებთან შედარებით დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია დახლოებით 1.5-ჯერ მეტი იყო სუსტი და საშუალო თქუ-ს მქონე პირებში და დაახლოებით 2.5-ჯერ მეტი იყო მძიმე თქუ-ს მქონე პირებში. ორივე კვლევაში დესლორატადინისა და 3-ჰიდროქსიდესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია (AUC და Cmax) არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
დესლორატადინი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ლაქტოზას.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისათვის იხ. პარაგრაფი 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ცისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “D” ცალ მხარეს,
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
დესლორატადინი ნორმონი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში სიმპტომების მოსახსნელად, რომლებიც დაკავშირებულია:
ალერგიულ რინიტთან (იხ. პარაგრაფი 5.1)
ჭინჭრის ციებასთან (იხ. პარაგრაფი 5.1)
დოზირება და მიღების მეთოდი
დოზირება
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკის ზემოთ)
რეკომენდებული დოზაა დესლორატადინი ნორმონი ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.
ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში) მართვა უნდა მოხდეს პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის შეფასების საფუძველზე; მკურნალობა უნდა შეწყდეს სიმპტომების მოხსნის შემდეგ და ხელახლა დაიწყოს მათი განვითარების შემთხვევაში
ხანგრძლივი ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღეზე მეტი ან 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში) პაციენტისათვის შეთავაზებული უნდა იქნას ხანგრძლივი მკურნალობა ალერგენის ზემოქმედების პერიოდებში.
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკური კვლევის ეფექტიანობის შეზღუდული გამოცდილებაა დესლორატადინის გამოყენებისას 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფები 4.8 და 5.1).
დესლორატადინი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
მიღების მეთოდი
შიგნით მისაღებად.
დოზა მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, 6.1. პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების ან ლორატადინის მიმართ.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში დესლორატადინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. პარაგრაფი 5.2).
დესლორატადინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც გულყრების პირადი ან ოჯახური ანამნეზი აქვთ და განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში, რადგან ისინი უფრო მიდრეკილნი არიან ახალი გულყრების განვითარებისადმი დესლორატადინით მკურნალობის დროს. სამედიცინო სპეციალისტებმა შეიძლება მოხსნან დესლორატადინი იმ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ გულყრა მკურნალობის დროს.
გაფრთხილება დამხმარე ნივთიერებების შესახებ
გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზის სრული უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არის აღწერილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები დესლორატადინის ტაბლეტებით კლინიკურ კვლევაში, სადაც ასევე ხდებოდა ერითრომიცინის ან კეტოკონაზოლის ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი 5.1).
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში დესლორატადინის მიღებისას ალკოჰოლთან ერთად, დესლორატადინმა არ გააძლიერა ალკოჰოლის ეფექტის გაუარესება ქცევაზე (იხ. პარაგრაფი 5.1).
თუმცა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოყენებისას აღინიშნა ალკოჰოლის აუტანლობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამიტომ, სიფრთხილეა რეკომენდებული ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.
რეპროდუქციულ უნარზე გავლენა, ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობა
დიდი რაოდენობით მონაცემები ფეხმძიმე ქალებში (1,000 მშობიარობაზე მეტი) მიუთითებს, რომ დესლორატადინმა არ გამოიწვია ნაყოფის პათოლოგიები/ნეონატალური ტოქსიკურობა. ცხოველებზე კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ საზიანო ეფექტებს რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. პარაგრაფი 5.3). სიფრთხილის ზომის სახით უმჯობესია თავიდან იქნას აცილებული დესლორატადინის გამოყენება ფეხმძიმობის დროს.
ძუძუთი კვება
დესლორატადინი აღმოჩენილ იქნა ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში, რომელთა დედები მკურნალობდნენ დესლორატადინით. დესლორატადინის ეფექტი ახალშობილებზე/ჩვილებზე უცნობია. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან დესლორატადინით თერაპიის შეწყვეტის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
რეპროდუქციული უნარი
არ არის მონაცემები ხელმისაწვდომი მამაკაცების ან ქალების რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
დესლორატადინს მცირე გავლენა აქვს ან საერთოდ არ აქვს გავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, კლინიკური კვლევების მიხედვით. პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რომ უმეტესობა პაციენტებს არ აღენიშნებათ ძილიანობა. თუმცა, რადგან ყველა სამკურნალო პროდუქტის მიმართ პასუხი ინდივიდუალურია, რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა არ შეასრულონ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოითხოვენ ფხიზლად ყოფნას, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ არ ეცოდინებათ, როგორ რეაგირებენ ისინი მედიკამენტზე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების უსაფრთხოების პროფილი
კლინიკურ კვლევებში, თერაპიული ჩვენებების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა ალერგიულ რინიტსა და ქრონიკულ იდიოპათიურ ჭინჭრის ციებას, რეკომენდებული დოზით, 5 მგ დღეში, დესლორატადინის გამოყენებისას, არასასურველი მოვლენები აღინიშნა 3%-ით მეტ პაციენტში, პლაცებოსთან შედარებით.
ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღინიშნა პლაცებოსთან შედარებით, იყო დაღლილობა (1.2%), პირის სიმშრალე (0.8%) და თავის ტკივილი (0.6%).
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 578 მოზარდი პაციენტი 12-დან 17 წლის ჩათვლით, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო თავის ტკივილი; ის აღინიშნა 5.9% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით და 6.9% პაციენტში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით
კლინიკური კვლევებში აღწერილი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პლაცებოზე ჭარბად და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მოცემულია ქვემოთ ცხრილში. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი ((≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ორგანოთა სისტემების კლასები
სიხშირე
დესლორატადინის გვერდითი რეაქციები
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი
სიხშირე უცნობია
ჰალუცინაციები
პათოლოგიური ქცევა, აგრესია
მხედველობის დარღვევები
სიხშირე უცნობია
თვალის სიმშრალე
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი
ძალიან იშვიათი
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, გულყრები
გულის დარღვევები
ძალიან იშვიათი
სიხშირე უცნობია
ტაქიკარდია, გულის თრთოლვა
QT ინტერვალის გახანგრძლივება
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ხშირი
ძალიან იშვიათი
პირის სიმშრალე
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა
ჰეპატობილიარული დარღვევები
ძალიან იშვიათი
სიხშირე უცნობია
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ბილირუბინის დონის გაზრდა, ჰეპატიტი
სიყვითლე
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
სიხშირე უცნობია
ფოტომგრძნობელობა
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი
Mმიალგია
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები
ხშირი
ძალიან იშვიათი
სიხშირე უცნობია
დაღლილობა
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება)
ასთენია
დამატებითი ტესტები
სიხშირე უცნობია
წონის მომატება
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
სიხშირე უცნობია
მადის გაძლიერება
პედიატრიული პოპულაცია
სხვა არასასურველი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში პედიატრიულ პაციენტებში უცნობი სიხშირით, მოიცავდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას, არითმიას, ბრადიკარდიას, პათოლოგიურ ქცევასა და აგრესიას.
სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ონლაინ სომხეთის რესპუბლიკის “წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრის” ვებგვერდზე: www.pharm.am ან ცხელი ხაზის ნომრებზე დარეკვით: +374 (10) 20 0505 და +374 (96) 22 05 05.
დოზის გადაჭარბება
გვერდითი მოვლენების პროფილი, რომელიც დაკავშირებულია დოზის გადაჭარბებასთან, როგორც აღინიშნა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, მსგავსია თერაპიული დოზების დროს განვითარებული მოვლენების, მაგრამ უფრო მძიმე ხასიათისაა.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში განხილულ უნდა იქნას სტანდარტული ზომების მიღება არააბსორბირებული აქტიური ნივთიერების მოსაცილებლად. რეკომენდებულია სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა.
დესლორატადინი გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით; არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პერიტონეალური დიალიზით.
სიმპტომები:
მრვალჯერადი დოზის კლინიკური კვლევის მიხედვით, რომელშიც გამოიყენებოდა 45 მგ დესლორატადინი (ცხრაჯერ მეტი კლინიკურ დოზაზე), არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები.
პედიატრიული პოპულაცია
გვერდითი მოვლენების პროფილი, რომელიც დაკავშირებულია დოზის გადაჭარბებასთან, როგორც აღინიშნა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, მსგავსია თერაპიული დოზების დროს განვითარებული მოვლენების, მაგრამ უფრო მძიმე ხასიათისაა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები, ათქ კოდი: R06AX27.
მოქმედების მექანიზმი
დესლორატადინი არის არასედატიური, ხანგრძლივი მოქმედების ჰისტამინის ანტაგონისტი პერიფერიული H1-რეცეპტორის სელექტიური ანტაგონისტური მოქმედებით. შიგნით მიღების შემდეგ დესლორატადინი სელექტიურად ბლოკავს ჰისტამინის H1-რეცეპტორებს, ამიტომ ეს ნივთიერება არ ხვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
დესლორატადინმა გამოავლინა ანნტიალერგიული თვისებები in vitro კვლევებში. ეს მოიცავს ანთების წინამორბედი ციტოკინების გამოთავისუფლების დათრგუნვას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8, და IL-13, ადამიანის პოხიერი უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან, ასევე თრგუნავს ენდოთელურ უჯრედებზე მოლეკულა P-სელექტინის ადჰეზიის ექსპრესიას. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა საჭიროებს შემდგომ დადასტურებას.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
მრავალდოზიან კლინიკურ კვლევაში, რომელშიც 20 მგ დესლორატადინი მიიღებოდა 14 დღის განმავლობაში, არ აღინიშნა სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი კარდიოვასკულარული ეფექტები. ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში, სადაც დესლორატადინი მიიღებოდა დოზით 45 მგ დღეში (ცხრაჯერ მეტი კლინიკურ დოზაზე) 10 დღის განმავლობაში, არ აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივება.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები დესლორატადინის პლაზმურ კონცენტრაციებშე აღწერილ იქნა კეტოკონაზოლისა და ერითრომიცინის მრავალდოზიან ურთიერთქმედების კვლევებში.
დესლორატადინი ცუდად აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში, არ აღინიშნა ძილიანობის შემთხვების სიჭარბე პლაცებოსთან შედარებით. დესლორატადინმა, ერთჯერადი დოზით 7.5 მგ მიღებისას, არ მოახდინა ფსიქომოტორულ აქტივობაზე გავლენა კლინიკურ კვლევებში. ერთჯერადი დოზის კვლევამ, რომელიც ჩატარდა მოზრდილებში, აჩვენა, რომ 5 მგ დესლორატადინმა არ მოახდინა გავლენა ფრენის უნარის სტანდარტულ მაჩვენებლებზე, რომელიც მოიცავდა ძილიანობის სუბიექტურ გამწვავებას ან დავალებების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია ფრენასთან.
ფარმაკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში ალკოჰოლის ერთდროულად მიღებამ არ გაზარდა ალკოჰოლით გამოწვეული ქცევის გაუარესება ან ძილიანობის გაზრდა. არ აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქომოტორულ ანალიზებში დესლორატადინისა და პლაცებო ჯგუფებს შორის, მიუხედავად იმისა, ცალკე მიიღებოდა, თუ ალკოჰოლთან ერთად.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტურად ხსნიდა სიმპტომებს, როგორიცაა ცხვირის ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, ასევე თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, და სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტურად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
დესლორატადინის ტაბლეტების ეფექტიანობა ნათლად არ გამოვლინდა კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.
გარდა ამისა, სეზონური და წლიური ალერგიების დადგენილი კლასიფიკაციების მიხედვით, ალერგიული რინიტის კლასიფიცირება შეიძლება ხანგამოშვებით და ხაგრძლივ ალერგიულ რინიტებად, სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით. ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის დროს სიმპტომები აღინიშნება კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლების დროის განმავლობაში. ხანგრძლივი ალერგიული რინიტის დროს სიმპტომები აღინიშნება კვირაში 4 ან მეტი დღის და 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში.
დესლორატადინი ეფექტიანი აღმოჩნდა სეზონური ალერგიული რინიტის სიმძიმის შემსუბუქებაში, როგორც ეს ნაჩვენები იქნა რინოკონიუნქტივიტის დროს სიცოცხლის ხარისხის კითხვარის ჯამური ქულის მიხედვით. ყველაზე მეტად გაუმჯობესება აღინიშნა პრაქტიკული პრობლემების კუთხით და ყოველდღიური აქტივობის მხრივ, რომელიც იზღუდებოდა სიმპტომებით.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება შესწავლილ იქნა, როგორც ჭინჭრის ციების მდგომარეობების კლინიკური მოდელი, რადგან ეტიოლოგიის მიუხედავად, მათი პათოფიზიოლოგია მსგავსია და ქრონიკული პაციენტების მოძებნა უფრო ადვილია პროსპექტულად. რადგან ყველა ჭინჭრის ციების დააავადების მიზეზი ჰისტამინის გამოთავისუფლებაა, დესლორატადინი მოსალოდნელია, რომ ეფექტური იყოს სიმპტომების მოხსნაში ჭინჭრის ციების სხვა მდგომარეობების დროს, ასევე, ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, როგორც ეს მოწოდებულია კლინიკური გზამკვლევებით.
ორ პლაცებო-გაკონტროლებულ ექვსკვირიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში, დესლორატადინი ეფექტიანი იყო ქავილის მოხსნასა და გამონაყარის ზომისა და რაოდენობის შემცირებაში პირველი დოზის ინტერვალის ბოლოს. თითოეულ კვლევაში ეფექტები შენარჩუნდა დოზირების 24-საათიან ინტერვალში. როგროც სხვა ანტიჰისტამინების კვლევაში ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, გამოირიცხა პაციენტების უმცირესობა, რომლებიც არ პასუხობდნენ ანტიჰისტამინებით მკურნალობას. ქავილის გაუმჯობესება 50%-ზე მეტად აღინიშნა 55% პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ დესლორატადინით, პლაცებოს მიმღებ 19% პაციენტთან შედარებით. დესლორატადინით მკურნალობამ ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა გავლენა ძილსა და დღიურ აქტივობაზე, რომელიც გაიზომა ამ მაჩვენებლების შეფასების ოთხქულიანი შკალით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაციების აღმოჩენა შეიძლება მიღებიდან 30 წუთში. დესლორატადინი კარგად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს, დაახლოებით 3 საათში; ნახევარგამოყოფის პერიოდი, დაახლოებით, 27 საათია. დესლორატადინის აკუმულაციის ხარისხი შესაბამისი იყო მის ნახევარგამოყოფის პერიოდთან (დაახლოებით 27 საათი) და ერთხელ დოზირების სიხშირესთან. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა პროპორციული იყო დოზის 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში.
ფარმაკონეტიკულ კვლევაში, რომელშიც პაციენტების დემოგრაფიული მონაცემები შედარებულ იქნა სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგად პოპულაციასთან, პირების 4%-ში მიღწეულ იქნა დესლორატადინის უფრო მაღალი კონცენტრაცია. ეს პროცენტი შეიძლება იცვლებოდეს ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. დესლორატადინის მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო დაახლოებით 7 საათის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდით, დაახლოებით, 89 საათი. ამ პირების უსაფრთხოების პროფილი არ განსხვავდებოდა ზოგადი პოპულაციისაგან.
განაწილება
დესლორატადინი ზომიერად (83%-87%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. არ არის მტკიცებულება მედიკამენტის კლინიკურად მნიშვნელოვანი აკუმულაციის შესახებ 14 დღის განმავლობაში დესლორატადინის დღეში ერთხელ დოზირების შემდეგ (5 მგ - 20 მგ).
ბიოტრანსფორმაცია
ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია დესლორატადინის მეტაბოლიზმზე, ჯერ-ჯერობით არ არის იდენტიფიცირებული და ამიტომ, ზოგიერთი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან სრულად არ უნდა გამოირიცხოს. დესლორატადინი არ თრგუნავს CYP3A4-ს in vivo, და in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სამკურნალო პროდუქტი არ აინჰიბირებს CYP2D6-ს და არ არის P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატი და არც ინჰიბიტორი.
გამოყოფა
ერთჯერადი დოზის კვლევაში, რომელშიც გამოიყენებოდა 7.5 მგ დესლორატადინი, არ აღინიშნა საკვების (მაღალცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) ეფექტი დესლორატადინის დისპოზიციაზე. მეორე კვლევაში გრეიფრუტის წვენს არ ჰქონდა ეფექტი დესლორატადინის დისპოზიციაზე.
თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები
დესლორატადინის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (თქუ) მქონე პაციენტებში შედარებულ იქნა ჯანმრთელ პირებთან ერთ ერთჯერადი დოზის კვლევაში და ერთ მრავალჯერადი დოზის კვლევაში. ერთჯერადი დოზის კვლევაში დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 2-ჯერ და 2.5-ჯერ მეტი იყო პირებში, სუსტი და საშუალო თქუ-ს და მძიმე თქუ-ს დროს, შესაბამისად, ვიდრე ჯანმრთელ პირებში. მრავალდოზიან კვლევაში წონასწორული კონცენტრაცია მიღწეულ იქნა 11 დღის შემდეგ და ჯანმრთელ პირებთან შედარებით დესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია დახლოებით 1.5-ჯერ მეტი იყო სუსტი და საშუალო თქუ-ს მქონე პირებში და დაახლოებით 2.5-ჯერ მეტი იყო მძიმე თქუ-ს მქონე პირებში. ორივე კვლევაში დესლორატადინისა და 3-ჰიდროქსიდესლორატადინის პლაზმური კონცენტრაცია (AUC და Cmax) არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
დესლორატადინი არის ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი. არაკლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა დესლორატადინითა და ლორატადინით, აჩვენა, რომ არ არის თვისობრივი ან რაოდენობრივი განსხვავება დესლორატადინისა და ლორატადინის ტოქსიკურობის პროფილს შორის, დესლორატადინის ზემოქმედების მსგავსი დონეების მიხედვით.
დესლორატადინის არაკლინიკური კვლევის მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისათვის უსაფრთხოების, ფარმაკოლოგიური, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების მიხედვით. კანცეროგენული პოტენციალი არ იქნა ნაჩვენები კვლევებში, რომლებიც ჩატარდა დესლორატადინითა და ლორატადინით.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ტაბლეტის შიგთავსი:
ლაქტოზა
მიკროკრისტალური ცელულოზა
კალციუმის ჰიდროფოსფატი, უწყლო
დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილცელულოზა
მაგნიუმის სტეარატი
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
ტაბლეტის გარსი:
ჰიპრომელოზა
ტიტანიის დიოქსიდი (E171)
ტალკი
ინდიგო კარმინის საღებავი (E132)
მაკროგოლი 6000
შეუთავსებლობა
არ არის მოწოდებული.
შენახვის ვადა
2 წელი
შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება 30ºC-ის ქვემოთ, ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
პროდუქტი მოწოდებულია ალუმინი/პოლიამიდი-ალუმინი-პვქ ბლისტერებით, შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
განადგურებისა და სხვა მოხმარების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
ტექსტის შესწორების უკანასკნელი თარიღი
2022 წლის ივნისი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.