დესლორატადინი
Desloratadine
დესლორატადინი ნაჩვენებია მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში შემდეგი სიმპტომების შესამსუბუქებლად: ალერგიული რინიტი (ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ქავილი, აგრეთვე თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, სასის ქავილი); ჭინჭრის ციება (ქავილი და გამონაყარი).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დესლორატადინი (desloratadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- R06AX27
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042313
- რეგისტრირებულია
- 5 ნოემბერი 2024, მოქმედებს 5 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DRUG INTERNATIONAL LIMITED (ბანგლადეში)
- განმცხადებელი
- შპს „ინტერ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დესლორატადინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დესლორატადინი ნაჩვენებია მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში შემდეგი სიმპტომების შესამსუბუქებლად:
ალერგიული რინიტი (ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ქავილი, აგრეთვე თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, სასის ქავილი);
ჭინჭრის ციება (ქავილი და გამონაყარი).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და მოზარდები (12 წელზე მეტი ასაკის)
დესლორატადინის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (5 მგ) დღე-ღამეში ერთხელ.
ინტერმისიული ალერგიული რინიტის თერაპია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები ხნით) აუცილებელია ჩატარდეს ანამნეზის მონაცემების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს სიმპტომების ხელახლა გამოვლენისას.
პერსისტიული ალერგიული რინიტის თერაპია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.
პედიატრიული მოსახლეობა
12-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის დესლორატადინის გამოყენება შეზღუდულია კლინიკური კვლევების სიმწირის გამო.
დესლორატადინი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
გამოყენების მეთოდი
პერორალური გამოყენება.
ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ გამოტოვებული დოზა, რაც შეიძლება მალე და შემდეგ დაუბრუნდით თქვენს ჩვეულებრივ დოზირებას. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ან ლორატადინის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში დესლორატადინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
დესლორატადინი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ კრუნჩხვები ანამნეზში. დესლორატადინით მკურნალობისას ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან კრუნჩხვების განვითარებისაკენ. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას დესლორატადინის მიღების შეწყვეტაზე იმ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის პერიოდში აღენიშნებოდა კრუნჩხვები.
დესლორატადინის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას.
პაციენტებმა მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობის პრობლემებით, ლაქტაზას სრული დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა კლინიკურ კვლევებში დესლორატადინის ტაბლეტების ერთდროულად ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან მიღებისას.
კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში, დესლორატადინის ტაბლეტების ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას არ გააძლიერებულა ალკოჰოლის შმრომისუნარიანობის დაქვეითების ეფექტი.
თუმცა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნებოდა ალკოჰოლის აუტანლობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამიტომ, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ალკოჰოლის მიღებისას პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსული ქალების შესახებ მონაცემების დიდი რაოდენობა არ მიუთითებს დესლორატადინის ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე. როგორც პრევენციული ღონისძიება, სასურველია თავი აარიდოთ დესლორატადინის გამოყენებას ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
დესლორატადინის მოქმედება ახალშობილებზე/ჩვილებზე უცნობია. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან დესლორატადინით თერაპიის შეწყვეტის/შეკავების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, დესლორატადინს არ აქვს ან უმნიშვნელოდ აქვს გამოხატული ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ მათ უმეტესობას არ აღენიშნება ძილიანობა. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ არსებობს ინდივიდუალური განსხვავებული რეაქცია ყველა მედიკამენტზე საპასუხოდ, რეკომენდებულია პაციენტები არ ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცაა, მაგალითად ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ ჩამოაყალიბებენ საკუთარ რეაქციას მედიკამენტზე.
შეფუთვა:
10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები თითოეულ ბლისტერში, 5 ბლისტერი თითო ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევის გვერდითი რეაქციების სიხშირე, რომელიც მოხსენებული იყო პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია შემდეგ ცხრილში. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10,000) და ცნობილი არ არის (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
სისტემურ-ორგანული კლასი
სიხშირე
დესლორატადინით გამოვლენილი გვერდითი რეაქციები
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ცნობილი არ არის
მადის მომატება
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი
ცნობილი არ არის
ჰალუცინაციები
ანომალური ქცევა, აგრესია, დეპრესიული განწყობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
ძალიან იშვიათი
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები
დარღვევები თვალის მხრივ
ცნობილი არ არის
თვალის სიმშრალე
დარღვევები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
ცნობილი არ არის
ტაქიკარდია, პალპიტაცია
QT ინტერვალის გახანგრძლივება
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ხშირი
ძალიან იშვიათი
პირის სიმშრალე
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები
ძალიან იშვიათი
ცნობილი არ არის
ღვიძლის ფერმენტების მატება, ბილირუბინის მომატება, ჰეპატიტი,
სიყვითლე
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ცნობილი არ არის
ფოტომგრძნობელობა
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი
მიალგია
ზოგადი დარღვევები
ხშირი
ძალიან იშვიათი
ცნობილი არ არის
დაღლილობა
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება)
ასთენია
გამოკვლევები
ცნობილი არ არის
წონის მატება
პედიატრიული მოსახლეობა
სხვა არასასურველი ეფექტები მოხსენებული პოსტმარკეტინგული პერიოდის განმავლობაში პედიატრიულ პაციენტებში უცნობი სიხშირით მოიცავდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას, არითმიას, ბრადიკარდიას, ანომალურ ქცევას და აგრესიას.
ჭარბი დოზა
გვერდითი მოვლენების პროფილი, რომელიც დაკავშირებულია დოზის გადაჭარბებასთან, როგორც გამოვლინდა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, მსგავსია თერაპიული დოზებით გამოყენებისას, თუმცა მათი გამოვლენის ხარისხი ჭარბი დოზირებისას შეიძლება იყოს უფრო მაღალი.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გაითვალისწინეთ სტანდარტული ზომები აუთვისებელი აქტიური ნივთიერების მოსაშორებლად. რეკომენდებულია სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.
დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით; არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პერიტონეალური დიალიზით.
სიმპტომები
კლინიკურ კვლევაზე დაყრდნობით მრავალჯერადი დოზის გამოყენებისას, როდესაც გამოყენებული იყო 45 მგ-მდე დესლორატადინი (9 ჯერ მეტი კლინიკური დოზა), კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, FD&C ლურჯი ფერი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, შემომგარსავი ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, FD&C ლურჯი ფერი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი.
შენახვის პირობები
3 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.
შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.
სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები.
დესლორატადინი.
ათქ-კოდი: R06AX27
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
დესლორატადინი - არასედაციური, ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ანტაგონისტური მოქმედება პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებზე. პერორალური მიღების შემდეგ, დესლორატადინი სელექციურად ბლოკავს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ დესლორატადინი ახდენს ანტიალერგიულ მოქმედებას. ეს მოიცავს პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლების ინჰიბირებას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13, ადამიანის პოხიერი უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან, აგრეთვე ენდოთელურ უჯრედებში P-სელექტინის ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესიის ინჰიბირებას.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტური იყო ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ქავილი, აგრეთვე თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტურად აკონტროლებს სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.
დესლორატადინი ადვილად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. რეკომენდებული დოზა 5 მგ დღეში, არ იწვევს ძილიანობას.
კლინიკურ კვლევებში დესლორატადინის ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში, 20 მგ-მდე დოზით მიღებისას არ დაფიქსირებულა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
დესლორატადინი პლაზმაში განისაზღვრება მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში.
დესლორატადინი კარგად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ მიიღწევა; ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დაახლოებით 27 საათს შეადგენს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში დოზის პროპორციულია.
განაწილება
დესლორატადინი პლაზმის ცილებს ზომიერად უკავშირდება (83% - 87%). არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი მედიკამენტის კუმულაციის ნიშნები დესლორატადინის 14 დღის განმავლობაში დოზით 5 მგ-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ მიღებისას.
ბიოტრანსფორმაცია
ფერმენტი, რომელიც უზრუნველყოფს დესლორატადინის მეტაბოლიზმს ჯერ არ არის იდენტიფიცირებული, ამიტომ არ არის შესაძლებელი სრულად გამოირიცხოს ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ჩატარებული in vivo და in vitro კვლევებით დადგინა, რომ დესლორატადინი არ თრგუნავს CYP3A4 ან CYP2D6 მოქმედებას და არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატს და არც ინჰიბიტორს.
გამოყოფა
კვლევაში, რომელიც განსაზღვრული იყო დესლოროტადინის ერთჯერადი 7.5 მგ. დოზის მიღებით, არ გამოიკვეთა საკვების (ცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) ან გრეიპფრუტის წვენის ზემოქმედება დესლორატადინის განაწილებაზე.
პრეპარატი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, 7.5 მგ-მდე დოზის მიღებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ რეაქციებზე. გადადის დედის რძეში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
DESLORATADINE
დესლორატადინი
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
დესლორატადინი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, FD&C ლურჯი ფერი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, შემომგარსავი ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, FD&C ლურჯი ფერი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი.
ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.
სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები.
დესლორატადინი.
ათქ-კოდი: R06AX27
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
დესლორატადინი - არასედაციური, ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ანტაგონისტური მოქმედება პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებზე. პერორალური მიღების შემდეგ, დესლორატადინი სელექციურად ბლოკავს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ დესლორატადინი ახდენს ანტიალერგიულ მოქმედებას. ეს მოიცავს პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლების ინჰიბირებას, როგორიცაა IL-4, IL-6, IL-8 და IL-13, ადამიანის პოხიერი უჯრედებიდან/ბაზოფილებიდან, აგრეთვე ენდოთელურ უჯრედებში P-სელექტინის ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესიის ინჰიბირებას.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში დესლორატადინი ეფექტური იყო ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ქავილი, აგრეთვე თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, სასის ქავილი. დესლორატადინი ეფექტურად აკონტროლებს სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.
დესლორატადინი ადვილად არ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. რეკომენდებული დოზა 5 მგ დღეში, არ იწვევს ძილიანობას.
კლინიკურ კვლევებში დესლორატადინის ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში, 20 მგ-მდე დოზით მიღებისას არ დაფიქსირებულა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სტატისტიკურად ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
დესლორატადინი პლაზმაში განისაზღვრება მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში.
დესლორატადინი კარგად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ მიიღწევა; ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დაახლოებით 27 საათს შეადგენს. დესლორატადინის ბიოშეღწევადობა 5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში დოზის პროპორციულია.
განაწილება
დესლორატადინი პლაზმის ცილებს ზომიერად უკავშირდება (83% - 87%). არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი მედიკამენტის კუმულაციის ნიშნები დესლორატადინის 14 დღის განმავლობაში დოზით 5 მგ-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ მიღებისას.
ბიოტრანსფორმაცია
ფერმენტი, რომელიც უზრუნველყოფს დესლორატადინის მეტაბოლიზმს ჯერ არ არის იდენტიფიცირებული, ამიტომ არ არის შესაძლებელი სრულად გამოირიცხოს ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ჩატარებული in vivo და in vitro კვლევებით დადგინა, რომ დესლორატადინი არ თრგუნავს CYP3A4 ან CYP2D6 მოქმედებას და არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის არც სუბსტრატს და არც ინჰიბიტორს.
გამოყოფა
კვლევაში, რომელიც განსაზღვრული იყო დესლოროტადინის ერთჯერადი 7.5 მგ. დოზის მიღებით, არ გამოიკვეთა საკვების (ცხიმიანი, მაღალკალორიული საუზმე) ან გრეიპფრუტის წვენის ზემოქმედება დესლორატადინის განაწილებაზე.
პრეპარატი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, 7.5 მგ-მდე დოზის მიღებისას არ მოქმედებს ფსიქომოტორულ რეაქციებზე. გადადის დედის რძეში.
თერაპიული ჩვენებები
დესლორატადინი ნაჩვენებია მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში შემდეგი სიმპტომების შესამსუბუქებლად:
ალერგიული რინიტი (ცემინება, გამონადენი ცხვირიდან და ქავილი, აგრეთვე თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, სასის ქავილი);
ჭინჭრის ციება (ქავილი და გამონაყარი).
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები და მოზარდები (12 წელზე მეტი ასაკის)
დესლორატადინის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (5 მგ) დღე-ღამეში ერთხელ.
ინტერმისიული ალერგიული რინიტის თერაპია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები ხნით) აუცილებელია ჩატარდეს ანამნეზის მონაცემების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს სიმპტომების ხელახლა გამოვლენისას.
პერსისტიული ალერგიული რინიტის თერაპია (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში), აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.
პედიატრიული მოსახლეობა
12-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის დესლორატადინის გამოყენება შეზღუდულია კლინიკური კვლევების სიმწირის გამო.
დესლორატადინი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
გამოყენების მეთოდი
პერორალური გამოყენება.
ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის დროულად მიღება, მიიღეთ გამოტოვებული დოზა, რაც შეიძლება მალე და შემდეგ დაუბრუნდით თქვენს ჩვეულებრივ დოზირებას. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
არასასურველი ეფექტები
კლინიკური კვლევის გვერდითი რეაქციების სიხშირე, რომელიც მოხსენებული იყო პოსტმარკეტინგულ პერიოდში, ჩამოთვლილია შემდეგ ცხრილში. სიხშირეები განისაზღვრება, როგორც ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10,000) და ცნობილი არ არის (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
სისტემურ-ორგანული კლასი
სიხშირე
დესლორატადინით გამოვლენილი გვერდითი რეაქციები
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ცნობილი არ არის
მადის მომატება
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი
ცნობილი არ არის
ჰალუცინაციები
ანომალური ქცევა, აგრესია, დეპრესიული განწყობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
ძალიან იშვიათი
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, კრუნჩხვები
დარღვევები თვალის მხრივ
ცნობილი არ არის
თვალის სიმშრალე
დარღვევები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
ცნობილი არ არის
ტაქიკარდია, პალპიტაცია
QT ინტერვალის გახანგრძლივება
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ხშირი
ძალიან იშვიათი
პირის სიმშრალე
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები
ძალიან იშვიათი
ცნობილი არ არის
ღვიძლის ფერმენტების მატება, ბილირუბინის მომატება, ჰეპატიტი,
სიყვითლე
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ცნობილი არ არის
ფოტომგრძნობელობა
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან იშვიათი
მიალგია
ზოგადი დარღვევები
ხშირი
ძალიან იშვიათი
ცნობილი არ არის
დაღლილობა
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება)
ასთენია
გამოკვლევები
ცნობილი არ არის
წონის მატება
პედიატრიული მოსახლეობა
სხვა არასასურველი ეფექტები მოხსენებული პოსტმარკეტინგული პერიოდის განმავლობაში პედიატრიულ პაციენტებში უცნობი სიხშირით მოიცავდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას, არითმიას, ბრადიკარდიას, ანომალურ ქცევას და აგრესიას.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ან ლორატადინის მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა კლინიკურ კვლევებში დესლორატადინის ტაბლეტების ერთდროულად ერითრომიცინთან ან კეტოკონაზოლთან მიღებისას.
კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევაში, დესლორატადინის ტაბლეტების ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას არ გააძლიერებულა ალკოჰოლის შმრომისუნარიანობის დაქვეითების ეფექტი.
თუმცა, პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნებოდა ალკოჰოლის აუტანლობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები. ამიტომ, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ალკოჰოლის მიღებისას პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.
ჭარბი დოზირება:
გვერდითი მოვლენების პროფილი, რომელიც დაკავშირებულია დოზის გადაჭარბებასთან, როგორც გამოვლინდა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს, მსგავსია თერაპიული დოზებით გამოყენებისას, თუმცა მათი გამოვლენის ხარისხი ჭარბი დოზირებისას შეიძლება იყოს უფრო მაღალი.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გაითვალისწინეთ სტანდარტული ზომები აუთვისებელი აქტიური ნივთიერების მოსაშორებლად. რეკომენდებულია სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.
დესლორატადინი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით; არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პერიტონეალური დიალიზით.
სიმპტომები
კლინიკურ კვლევაზე დაყრდნობით მრავალჯერადი დოზის გამოყენებისას, როდესაც გამოყენებული იყო 45 მგ-მდე დესლორატადინი (9 ჯერ მეტი კლინიკური დოზა), კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
ორსულობა
ორსული ქალების შესახებ მონაცემების დიდი რაოდენობა არ მიუთითებს დესლორატადინის ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე. როგორც პრევენციული ღონისძიება, სასურველია თავი აარიდოთ დესლორატადინის გამოყენებას ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
დესლორატადინის მოქმედება ახალშობილებზე/ჩვილებზე უცნობია. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან დესლორატადინით თერაპიის შეწყვეტის/შეკავების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში დესლორატადინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
დესლორატადინი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ კრუნჩხვები ანამნეზში. დესლორატადინით მკურნალობისას ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან კრუნჩხვების განვითარებისაკენ. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას დესლორატადინის მიღების შეწყვეტაზე იმ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის პერიოდში აღენიშნებოდა კრუნჩხვები.
დესლორატადინის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას.
პაციენტებმა მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობის პრობლემებით, ლაქტაზას სრული დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, დესლორატადინს არ აქვს ან უმნიშვნელოდ აქვს გამოხატული ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ მათ უმეტესობას არ აღენიშნება ძილიანობა. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ არსებობს ინდივიდუალური განსხვავებული რეაქცია ყველა მედიკამენტზე საპასუხოდ, რეკომენდებულია პაციენტები არ ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც საჭიროებენ გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცაა, მაგალითად ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ ჩამოაყალიბებენ საკუთარ რეაქციას მედიკამენტზე.
შეფუთვა:
10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები თითოეულ ბლისტერში, 5 ბლისტერი თითო ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.
შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
Drug International Limited
ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


