დექსამეტაზონი
Dexamethasone
ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დაავადებების დროს (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია), ვინაიდან პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული და …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,5მგ ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის, გლუკოკორტიკოიდები
- ATC კოდი
- H02AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042830
- რეგისტრირებულია
- 25 თებერვალი 2025, მოქმედებს 25 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დექსამეტაზონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დაავადებების დროს (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია),
ვინაიდან პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული და იმუნოსუპრესიული მოქმედება, ამიტომ ეს მედიკამენტი რეკომენდებულია რევმატიული დაავადებების, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების, ალერგიული და კანის დაავადებების, თვალის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სუნთქი გზების, სისხლის და თირკმელების დაავადებების, კიბოს ზოგიერთი ფორმის და ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ მოცილების რეაქციების სამკურნალოდ.
ანთებითი რევმატიული დაავადებების (ძირითადად რევმატოიდული ართრიტის) დროს პრეპარატი ძირითადად რეკომედებულია სიმპტომური და დამატებითი თერაპიის სახით (იმ პერიოდის დროს, როდესაც ძირითადი მედიკამენტური თერაპია ჯერ კიდევ არ არის ეფექტური, ან იმ პერიოდის დროს, როდესაც დამაკმაყოფილებელი ეფექტი არ არის მიღწეული დანიშნული პრეპარატებით).
მიღების წესი და დოზირება
დოზირება განისაზღვრება თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად დაავადების, მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობის, კორტიკოსტეროიდის ამტანობის და მკურნალობაზე რეაქციის შესაბამისად.
მკურნალობა
რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებისთვის არის 0.5 მგ-დან 9 მგ-მდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზა არის 0.5 მგ-დან 3 მგ-მდე დღეში. დღიური დოზა შეიძლება დაიყოს 2-დან 4-მდე მიღებად.
კლინიკური პასუხის მიღწევამდე უნდა მიეცეს დექსამეტაზონის საწყისი დოზა, შემდეგ დოზა უნდა თანდათანობით შემცირდეს უმცირეს, მაგრამ კლინიკურად კვლავ ეფექტურ დონემდე. როცა დიდი დოზით მკურნალობა რამდენიმე დღეზე მეტ ხანს მიმდინარეობს, თანდათანობით უნდა შემცირდეს დოზა თანმიმდევრულად რამდენიმე დღის განმავლობაში ან თუნდაც დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი პერორალური მკურნალობის დროს რეკომენდებულია დექსამეტაზონის საკვებთან ერთად მიღება, ხოლო კვებებს შორის ანტაციდების მიღება.
დოზირება ბავშვებისთვის
ჩანაცვლებითი თერაპიისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 0,02 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 0,67 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, დაყოფილი 3 მიღებად; სხვა მაჩვენებლებისთვის რეკომენდებული დოზაა 0,08 მგ-დან 0,3 მგ/კგ სხეულის წონაზე ან 2,5 მგ-დან 10მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, დაყოფილი 3 ან 4 მიღებად. დოზებისთვის, რომელთა მიღწევა შეუძლებელია ამ მოქმედების ძალით, ხელმისაწვდომია ამ პრეპარატის სხვა ფორმები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
მწვავე ვირუსული, ბაქტერიული და სისტემური სოკოვანი ინფექციები (როდესაც არ არის ჩატარებული შესაბამისი თერაპია).
კუშინგის სინდრომი.
ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით.
ძუძუთი კვება (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).
სიფრთხილის ზომები
დექსამეტაზონით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს გლუკოკორტიკოიდული საშუალების მოხსნის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის აშკარა ნიშნების გარეშე), რომელიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ვლინდება (ცხელება, გამონადენი ცხვირიდან, კონიუნქტივის სიწითლე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, წონის დაკლება, სისუსტე, ხშირად ასევე კრუნჩხვები). ამიტომ, დექსამეტაზონის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
თუ პაციენტი იმყოფება მწვავე სტრესულ მდგომარეობაში (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა ან მძიმე დაავადება) თერაპიის ან პრეპარატის მოხსნის პერიოდში, უნდა გაიზარდოს დექსამეტაზონის დოზა ან დაინიშნოს ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი.
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ დექსამეტაზონით და მკურნალობის შემდეგ განიცდიან მძიმე სტრესს, დექსამეტაზონი უნდა აღდგეს, ვინაიდან თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ პაციენტებში დექსამეტაზონით ან ბუნებრივი გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს არსებული ან ახალი ინფექციის და ინტერსტინალური პერფორაციის ნიშნები.
დექსამეტაზონმა შეიძლება გაამძაფროს სისტემური სოკოვანი ინფექციები, ლატენტური ამებიაზი ან ფილტვის ტუბერკულოზი.
ფილტვების აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს დექსამეტაზონი უნდა მიეცეთ (მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად) მხოლოდ ფულმინანტური ან მძიმე დისემინირებული ფილტვების ტუბერკულოზის არსებობის შემთხვევაში. არააქტიური ფილტვების ტუბერკულოზის მქონე პაციენტებმა, რომლებიც დექსამეტაზონით მკურნალობენ, ან მათ ვისაც ტუბერკულინზე დადებითი რეაქცია აქვთ, უნდა მიიღონ ქიმიოპროფილაქტიკა.
განსაკუთრებული სიფრთხილე და მჭიდრო სამედიცინო მონიტორინგია საჭირო ოსტეოპოროზით, ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობით, ტუბერკულოზით, გლაუკომით, ღვიძლის, თირკმლის უკმარისობით, დიაბეტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავიას აქტიური წყლულით, ახალი ნაწლავური ანასტომოზებით, წყლულოვანი კოლიტით და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. ასევე სიფრთხილეა საჭირო მიოკარდიუმის ინფარქტიდან პირველი კვირების განმავლობაში, თრომბოემბოლიის, ასთენიური ბულბარული დამბლის, გლაუკომის, ჰიპოთირეოზის, ფსიქოზის ან ფსიქონევროზის მქონე პაციენტებსა და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
დექსამეტაზონით მკურნალობის დროს შეიძლება მოხდეს დიაბეტის გამწვავება ან ლატენტურიდან აშკარა კლინიკურ დიაბეტზე გადასვლა. ხანგრძლივი მკურნალობის დროს უნდა გაკონტროლდეს შრატში კალიუმის დონე. დექსამეტაზონით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია ცოცხალი ვაქცინებით ვაქცინაცია. მკვდარი ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინებით იმუნიზაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელ მომატებას და არ ახდენს მოსალოდნელ დამცავ ეფექტს. ჩვეულებრივ, დექსამეტაზონი არ მიიღება ვაქცინაციამდე 8 კვირის და ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში. პაციენტებმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დიდი დოზებით იღებენ დექსამეტაზონს, თავი უნდა აარიდონ წითელას მქონე პაციენტებთან კონტაქტს; შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, რეკომენდებულია იმუნოგლობულინით პროფილაქტიკური მკურნალობა. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებმაც ახლახან გადაიტანეს ქირურგიული ჩარევა და ძვლის მოტეხილობა, რადგან დექსამეტაზონმა შესაძლოა ჭრილობებისა და მოტეხილობების შეხორცების პროცესი შეანელოს.
ღვიძლის ციროზის ან ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში გლუკოკორტიკოიდების მოქმედება ძლიერდება. თუ გაქვთ სისხლის სისტემის სიმსივნე, უნდა აცნობოთ ექიმს ნებისმიერი სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომის შესახებ, როგორიცაა კუნთების კრუნჩვები, კუნთების სისუსტე, გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა, ქოშინი.
თუ გახასიათებთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის სხვა დარღვევები, უნდა მიმართოთ ექიმს. ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია - თვალის დაავადება, რომელიც იწვევს არამკვეთრ ან დაქვეითებულ მხედველობას. ეს ჩვეულებრივ აზიანებს ერთ თვალს. კორტიკოსტეროიდულებმა შესაძლოა იმოქმედონ კანის ალერგიული ტესტების შედეგებზე. ბავშვებსა და მოზარდებში დექსამეტაზონი გამოიყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებების არსებობის შემთხვევაში. დექსამეტაზონით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ბავშვისა და მოზარდის ზრდისა და განვითარების ყურადღებით კონტროლი. დექსამეტაზონი არ არის ნაჩვენები რუტინული გამოყენებისათვის დღენაკლულ ბავშვებში, რომლებთაც აქვთ სუნთქვის პრობლემები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტებმა აუცილებლად უნდა აცნობონ ექიმს, თუ იღებს ან ცოტა ხნის წინ მიიღო სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებიც.
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა გააძლიერონ დექსამეტაზონის ეფექტი, ამიტომ ექიმმი ზედმიწევნით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას, თუკი იღებთ ისეთ ასეთ პრეპარატებს (მათ შორის ზოგიერთ აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალებებსაც: რიტონავირი, კობიცისტატი).
დექსამეტაზონის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის სისხლდენის და წყლულის წარმოქმნის რისკს.
დექსამეტაზონის მოქმედება მცირდება იმ მედიკამენტების პარალელური მიღებისას, რომლებიც იწვევენ CYP 3A4 ფერმენტის აქტივობას (მაგ. ფენიტოინი, ფენობარბიტონი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, რიფაბუტინი, რიფამპიცინი) ან ზრდიან გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლურ კლირენსს (ეფედრინი და ამინოგლუტეტიმიდი); ასე რომ, ამ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს დექსამეტაზონის დოზა. დექსამეტაზონი ამცირებს ანტიდიაბეტური საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, პრაზიკვანტელისა და ნატრიურეტიკების თერაპიულ ეფექტს (ამ პრეპარატების დოზა უნდა გაიზარდოს); ის ზრდის ჰეპარინის, ალბენდაზოლის და კალიურეტიკების აქტივობას (საჭიროების შემთხვევაში ამ პრეპარატების დოზა უნდა შემცირდეს).
დექსამეტაზონმა შეიძლება შეცვალოს კუმარინული ანტიკოაგულანტების მოქმედება; ამიტომ კომბინირებული გამოყენებისას რეკომენდებულია პროთრომბინის დროის უფრო ხშირი კონტროლი. გლუკოკორტიკოიდების და ბეტა₂-რეცეპტორების აგონისტების მაღალი დოზების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალემიის რისკს. ჰიპოკალემიით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნება არითმოგენული და საგულე გლიკოზიდების უფრო მაღალი ტოქსიკურობა.
ანტაციდები ამცირებენ დექსამეტაზონის კუჭში შეწოვას. დექსამეტაზონის საკვების ან ალკოჰოლის პარალელურად მოხმარება არ არის შესწავლილი; თუმცა, მაღალი ნატრიუმის შემცველობის საკვების პარალელურად პრეპარატის მოხმარება არ არის რეკომენდებული. დექსამეტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე მოწევას გავლენა არ აქვს. გლუკოკორტიკოიდები აძლიერებენ სალიცილატების თირკმლისმიერ კლირენსს, აქედან გამომდინარე სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციის მიღწევა შრატში ზოგჯერ რთულია. კორტიკოსტეროიდული დოზის თანდათან შემცირებისას აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებში, რადგან შესაძლოა მოხდეს შრატში სალიცილატის კონცენტრაციის ზრდა, რამაც შეიძლება სალიცილატით ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
პერორალური კონტრაცეპტივების პარალელურად მიღების შემთხვევაში, გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს, რაც გააძლიერებს მათ ბიოლოგიურ ეფექტს და გაზრდის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევებს. რიტოდრინის და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დედის სიკვდილი ფილტვის შეშუპების გამო.
დექსამეტაზონის და ტალიდომიდის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკოდერმალური ნეკროლიზი.
ურთიერთქმედება პოტენციური თერაპიული სარგებლის დროს.
დექსამეტაზონისა და მეტოკლოპრამიდის, დიფენილჰიდრამინის, პროქლორპერაზინის ან 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების (სეროტონინის ან 5-ჰიდროქსიტრიპტამინის ტიპის 3 რეცეპტორების, მაგ. ონდანსეტრონი ან გრანისეტრონის) პარალელური გამოყენება ეფექტურია ქიმიოთერაპიის (ცისპლატინის, ციკლოფოსფამიდის, მეთოტრექსატის, ფტორურაცილის) მიერ გამოწვეული გულისრევის შეგრძნებისა და გულისრევის პრევენციისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დექსამეტაზონი ორსულებს უნდა დაენიშნოთ მხოლოდ ცალკეულ გადაუდებელ შემთხვევებში, მხოლოდ მაშინ, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მოსალოედნელ პოტენციურ რისკს. პრეეკლამფსიის დროს რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე. გლუკოკორტიკოიდული მკურნალობის შესახებ ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, ორსულობის დროს ძირითადი დაავადების გასაკონტროლებლად გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე უმცირესი ეფექტური დოზა. გლუკოკორტიკოიდები მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ დედებში, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით მაღალი ფიზიოლოგიური დოზების (დაახლ. 1 მგ) გამოყენებისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შეფერხება და ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სეკრეციის შემცირება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დექსამეტაზონს არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
სპეციალური ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დექსამეტაზონი შეიცავს ლაქტოზას. თუ გახასიათებთ იშვიათი თანდაყოლილი დარღვევები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტოზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას აბსორბციის დარღვევები, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.
გვერდითი მოვლენები
დექსამეტაზონით მკურნალობის დროს დაფიქსირებული არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგ ჯგუფებად:
ძალიან ხშირი (≥1/10),
ხშირი (≥1/100 დან <1/10-მდე),
არახშირი (≥1/1000 დან <1/100-მდე),
იშვიათი (≥1/10000 დან <1/1000-მდე),
ძალიან იშვიათი (<1/10000),
სიხშირე არ არის ცნობილი (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა).
დექსამეტაზონით მოკლევადიან მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავენ:
ხშირი:
თირკმელზედა ჯირკვლის ტრანზიტორული უკმარისობა, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, მადის მომატება და სხეულის წონის მატება, ფსიქიკური დაავადებები
არახშირი:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის გაზრდა, კუჭის წყლული, კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება.
დექსამეტაზონით ხანგრძლივ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მოიცავენ:
ხშირი:
თირკმელზედა ჯირკვლის გრძელვადიანი უკმარისობა, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, ცენტრალური ტიპის გაცხომოვნება, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი.
არახშირი:
იმუნური პასუხის დაქვეითება, ინფექციების მიმართ მიმღებლობის გაზრდა, კატარაქტა, გლაუკომა, სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), ძვლის ასეპტიკური ნეკროზი.
ასევე შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც კავშირშია დექსამეტაზონით მკურნალობასთან (წარმოდგენილია მნიშვნელობის კლებადობის მიხედვით):
ხშირი:
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ატროფია (სტრესზე დასუსტებული რეაქცია), კუშინგის სინდრომი, არარეგულარული მენსტრუაცია, თმის ძლიერი ზრდა (ჰირსუტიზმი), დიაბეტის ლატენტური ფორმის კლინიკურად გამოვლენილ ფორმად შეცვლა, ინსულინის ან დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურ პრეპარატებზე მოთხოვნილების გაზრდა დიაბეტის მქონე პაციენტებში, ნატრიუმისა და წყლის შეკავება, კალიუმის დანაკარგის გაზრდა, კუნთების სისუსტე, ჭრილობების შეხორცების შენელება, სტრიები, წერტილოვანი ან დიდი ზომის კანის სისხლჩაქცევები, სიწითლე, ჭარბი ოფლიანობა, აკნე, კანის ტესტებზე დათრგუნული რეაქცია.
არახშირი:
თავის ტვინის შეშუპება, რომელიც ვლინდება ძალიან მაღალი სისხლის წნევის ფონზე (ჰიპერტონული ენცეფალოპათია), მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ქალას შიდა წნევის გაზრდა (კეთილთვისებიანი ქალას შიდა ჰიპერთენზია), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პიროვნების და ქცევის ცვლილებები, უძილობა, გაღიზიანება, კუნთების აქტივობა არანორმალური მომატება (ჰიპერკინეზია), დეპრესია, გულისრევა, სლოკინი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თვალის შიდა წნევის გაზრდა, არამკვეთრი მხედველობა.
იშვიათი:
სისხლძარღვებუს დაცობა სისხლის კოლტით, სისხლის სურათის ცვლილება, გამონაყარი, ბრონქული მუსკულატურის სპაზმი (ბრონქოსპაზმი), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ფსიქოზი, იმპოტენცია, მძიმე ალერგიული რეაქციები ყელის და სახის შეშუპებით (ანგიონევროზული შეშუპება) და მძიმე ალერგიული რეაქციები თავბრუსხვევით და გაძნელებული სუნთქვით (ანაფილაქსიური რეაქციები).
ძალიან იშვიათი:
გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, გულის კუნთის გასკდომა პაციენტებში, რომლებაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს გულის შეტევა (მიოკარდის ინფარქტი), კრუნჩხვები, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, უარყოფითი აზოტის ბალანსი ცილების დაშლის შედეგად, საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), კუჭ-ნაწლავის წყლულის პერფორაცია და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (სისხლიანი ღებინება, მელენა), ნაღვლის ბუშტის პერფორაცია, ნაწლავების პერფორაცია პაციენტებში ნაწლავის ქრონიკული ანტებითი დაავადებით, სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას (ანგიონევროზული შეშუპება), ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, სახსრების ხრტილის დაზიანება ან ძვლის ნეკროზი (გამოწვეული ხშირი სახსარშიდა ინექციებით), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით ქინოლონებთან ერთდროულად გამოყენებისას).
სიხშირე უცნობია
მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა.
ჭარბი დოზა
სიმპტომები. დოზის მწვავე გადაჭარბების ან ჭარბი დოზირების გამო სიკვდილის შემთხვევები იშვიათია. ჭარბმა დოზირებამ, ჩვეულებრივ მხოლოდ რამოდენიმე კვირის გამოყენების შემდეგ, შესაძლოა გამოიწვიოს ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების უმეტესობა, განსაკუთრებით კუშინგის სინდრომი. ტაბლეტების დიდი რაოდენობის ერთჯერადი მიღება არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ინტოქსიკაციას.
მკურნალობა. არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი. ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. ორგანიზმიდან დექსამეტაზონის დაჩქარებული გამოდევნისთვის ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.5 მგ დექსამეტაზონს.
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი.
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები, გლუკოკორტიკოიდები. ათქ კოდი: H02AB02.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დაცვის მიზნით. ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
შეფუთვა
10 ტაბლეტი (1 ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში;
ფარმაკოლოგიური თვისებები
დექსამეტაზონი წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზურ ჰორმონს (კორტიკოსტეროიდი) გლუკოკორტიკოიდული მოქმედებით. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული აქტივობა და ასევე მოქმედებს ენერგიის მეტაბოლიზმზე, გლუკოზის ჰომეოსტაზზე და (უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით) ჰიპოთალამუსის რილიზინგ ჰორმონის და ადენოჰიფიფიზი ტროფიკული ჰორმონის სეკრეციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
დექსამეტაზონი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. დექსამეტაზონის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80% (ლიტერატურაში, განსხვავებული მონაცემები გვხვდება ბიოშეღწევადობის შესახებ, 53-დან 112% -მდე). პერორალური მიღებისას, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები და მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1 - დან 2 საათის შემდეგ; ეფექტი ერთი დოზის მიღების შემდეგ ნარჩუნდება დაახლოებით 2,75 დღის განმავლობაში. იგი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში, გარდა ამისა ასევე თირკმელებსა და სხვა ქსოვილებშიც. გამოიყოფა ძირითადად შარდით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
დანართი ფურცელი (იგივე ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ)
დექსამეტაზონი
Dexamethasone
სავაჭრო დასახელება
დექსამეტაზონი (Dexamethasone)
ზოგადი მახასიათებლები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დექსამეტაზონი (Dexamethasone)
აღწერა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები, ნაზოლით.
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.5 მგ დექსამეტაზონს.
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი.
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები, გლუკოკორტიკოიდები. ათქ კოდი: H02AB02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დექსამეტაზონი წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზურ ჰორმონს (კორტიკოსტეროიდი) გლუკოკორტიკოიდული მოქმედებით. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული აქტივობა და ასევე მოქმედებს ენერგიის მეტაბოლიზმზე, გლუკოზის ჰომეოსტაზზე და (უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით) ჰიპოთალამუსის რილიზინგ ჰორმონის და ადენოჰიფიფიზი ტროფიკული ჰორმონის სეკრეციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
დექსამეტაზონი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. დექსამეტაზონის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80% (ლიტერატურაში, განსხვავებული მონაცემები გვხვდება ბიოშეღწევადობის შესახებ, 53-დან 112% -მდე). პერორალური მიღებისას, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები და მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1 - დან 2 საათის შემდეგ; ეფექტი ერთი დოზის მიღების შემდეგ ნარჩუნდება დაახლოებით 2,75 დღის განმავლობაში. იგი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში, გარდა ამისა ასევე თირკმელებსა და სხვა ქსოვილებშიც. გამოიყოფა ძირითადად შარდით.
გამოყენების ჩვენებები
ბუნებრივი კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დაავადებების დროს (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია),
ვინაიდან პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული და იმუნოსუპრესიული მოქმედება, ამიტომ ეს მედიკამენტი რეკომენდებულია რევმატიული დაავადებების, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების, ალერგიული და კანის დაავადებების, თვალის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სუნთქი გზების, სისხლის და თირკმელების დაავადებების, კიბოს ზოგიერთი ფორმის და ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ მოცილების რეაქციების სამკურნალოდ.
ანთებითი რევმატიული დაავადებების (ძირითადად რევმატოიდული ართრიტის) დროს პრეპარატი ძირითადად რეკომედებულია სიმპტომური და დამატებითი თერაპიის სახით (იმ პერიოდის დროს, როდესაც ძირითადი მედიკამენტური თერაპია ჯერ კიდევ არ არის ეფექტური, ან იმ პერიოდის დროს, როდესაც დამაკმაყოფილებელი ეფექტი არ არის მიღწეული დანიშნული პრეპარატებით).
მიღების მეთოდი და დოზირება
დოზირება განისაზღვრება თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად დაავადების, მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობის, კორტიკოსტეროიდის ამტანობის და მკურნალობაზე რეაქციის შესაბამისად.
მკურნალობა
რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებისთვის არის 0.5 მგ-დან 9 მგ-მდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზა არის 0.5 მგ-დან 3 მგ-მდე დღეში. დღიური დოზა შეიძლება დაიყოს 2-დან 4-მდე მიღებად.
კლინიკური პასუხის მიღწევამდე უნდა მიეცეს დექსამეტაზონის საწყისი დოზა, შემდეგ დოზა უნდა თანდათანობით შემცირდეს უმცირეს, მაგრამ კლინიკურად კვლავ ეფექტურ დონემდე. როცა დიდი დოზით მკურნალობა რამდენიმე დღეზე მეტ ხანს მიმდინარეობს, თანდათანობით უნდა შემცირდეს დოზა თანმიმდევრულად რამდენიმე დღის განმავლობაში ან თუნდაც დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი პერორალური მკურნალობის დროს რეკომენდებულია დექსამეტაზონის საკვებთან ერთად მიღება, ხოლო კვებებს შორის ანტაციდების მიღება.
დოზირება ბავშვებისთვის
ჩანაცვლებითი თერაპიისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 0,02 მგ/კგ სხეულის მასაზე ან 0,67 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, დაყოფილი 3 მიღებად; სხვა მაჩვენებლებისთვის რეკომენდებული დოზაა 0,08 მგ-დან 0,3 მგ/კგ სხეულის წონაზე ან 2,5 მგ-დან 10მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, დაყოფილი 3 ან 4 მიღებად. დოზებისთვის, რომელთა მიღწევა შეუძლებელია ამ მოქმედების ძალით, ხელმისაწვდომია ამ პრეპარატის სხვა ფორმები.
გვერდითი მოვლენები
დექსამეტაზონით მკურნალობის დროს დაფიქსირებული არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგ ჯგუფებად:
ძალიან ხშირი (≥1/10),
ხშირი (≥1/100 დან <1/10-მდე),
არახშირი (≥1/1000 დან <1/100-მდე),
იშვიათი (≥1/10000 დან <1/1000-მდე),
ძალიან იშვიათი (<1/10000),
სიხშირე არ არის ცნობილი (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა).
დექსამეტაზონით მოკლევადიან მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავენ:
ხშირი:
თირკმელზედა ჯირკვლის ტრანზიტორული უკმარისობა, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, მადის მომატება და სხეულის წონის მატება, ფსიქიკური დაავადებები
არახშირი:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის გაზრდა, კუჭის წყლული, კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება.
დექსამეტაზონით ხანგრძლივ მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მოიცავენ:
ხშირი:
თირკმელზედა ჯირკვლის გრძელვადიანი უკმარისობა, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება, ცენტრალური ტიპის გაცხომოვნება, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი.
არახშირი:
იმუნური პასუხის დაქვეითება, ინფექციების მიმართ მიმღებლობის გაზრდა, კატარაქტა, გლაუკომა, სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), ძვლის ასეპტიკური ნეკროზი.
ასევე შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც კავშირშია დექსამეტაზონით მკურნალობასთან (წარმოდგენილია მნიშვნელობის კლებადობის მიხედვით):
ხშირი:
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ატროფია (სტრესზე დასუსტებული რეაქცია), კუშინგის სინდრომი, არარეგულარული მენსტრუაცია, თმის ძლიერი ზრდა (ჰირსუტიზმი), დიაბეტის ლატენტური ფორმის კლინიკურად გამოვლენილ ფორმად შეცვლა, ინსულინის ან დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურ პრეპარატებზე მოთხოვნილების გაზრდა დიაბეტის მქონე პაციენტებში, ნატრიუმისა და წყლის შეკავება, კალიუმის დანაკარგის გაზრდა, კუნთების სისუსტე, ჭრილობების შეხორცების შენელება, სტრიები, წერტილოვანი ან დიდი ზომის კანის სისხლჩაქცევები, სიწითლე, ჭარბი ოფლიანობა, აკნე, კანის ტესტებზე დათრგუნული რეაქცია.
არახშირი:
თავის ტვინის შეშუპება, რომელიც ვლინდება ძალიან მაღალი სისხლის წნევის ფონზე (ჰიპერტონული ენცეფალოპათია), მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ქალას შიდა წნევის გაზრდა (კეთილთვისებიანი ქალას შიდა ჰიპერთენზია), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პიროვნების და ქცევის ცვლილებები, უძილობა, გაღიზიანება, კუნთების აქტივობა არანორმალური მომატება (ჰიპერკინეზია), დეპრესია, გულისრევა, სლოკინი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თვალის შიდა წნევის გაზრდა, არამკვეთრი მხედველობა.
იშვიათი:
სისხლძარღვებუს დაცობა სისხლის კოლტით, სისხლის სურათის ცვლილება, გამონაყარი, ბრონქული მუსკულატურის სპაზმი (ბრონქოსპაზმი), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ფსიქოზი, იმპოტენცია, მძიმე ალერგიული რეაქციები ყელის და სახის შეშუპებით (ანგიონევროზული შეშუპება) და მძიმე ალერგიული რეაქციები თავბრუსხვევით და გაძნელებული სუნთქვით (ანაფილაქსიური რეაქციები).
ძალიან იშვიათი:
გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, გულის კუნთის გასკდომა პაციენტებში, რომლებაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს გულის შეტევა (მიოკარდის ინფარქტი), კრუნჩხვები, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, უარყოფითი აზოტის ბალანსი ცილების დაშლის შედეგად, საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), კუჭ-ნაწლავის წყლულის პერფორაცია და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (სისხლიანი ღებინება, მელენა), ნაღვლის ბუშტის პერფორაცია, ნაწლავების პერფორაცია პაციენტებში ნაწლავის ქრონიკული ანტებითი დაავადებით, სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას (ანგიონევროზული შეშუპება), ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, სახსრების ხრტილის დაზიანება ან ძვლის ნეკროზი (გამოწვეული ხშირი სახსარშიდა ინექციებით), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით ქინოლონებთან ერთდროულად გამოყენებისას).
სიხშირე უცნობია
მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
მწვავე ვირუსული, ბაქტერიული და სისტემური სოკოვანი ინფექციები (როდესაც არ არის ჩატარებული შესაბამისი თერაპია).
კუშინგის სინდრომი.
ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით.
ძუძუთი კვება (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები. დოზის მწვავე გადაჭარბების ან ჭარბი დოზირების გამო სიკვდილის შემთხვევები იშვიათია. ჭარბმა დოზირებამ, ჩვეულებრივ მხოლოდ რამოდენიმე კვირის გამოყენების შემდეგ, შესაძლოა გამოიწვიოს ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების უმეტესობა, განსაკუთრებით კუშინგის სინდრომი. ტაბლეტების დიდი რაოდენობის ერთჯერადი მიღება არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ინტოქსიკაციას.
მკურნალობა. არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი. ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. ორგანიზმიდან დექსამეტაზონის დაჩქარებული გამოდევნისთვის ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.
სიფრთხილის ზომები
დექსამეტაზონით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს გლუკოკორტიკოიდული საშუალების მოხსნის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის აშკარა ნიშნების გარეშე), რომელიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ვლინდება (ცხელება, გამონადენი ცხვირიდან, კონიუნქტივის სიწითლე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, წონის დაკლება, სისუსტე, ხშირად ასევე კრუნჩხვები). ამიტომ, დექსამეტაზონის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.
თუ პაციენტი იმყოფება მწვავე სტრესულ მდგომარეობაში (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა ან მძიმე დაავადება) თერაპიის ან პრეპარატის მოხსნის პერიოდში, უნდა გაიზარდოს დექსამეტაზონის დოზა ან დაინიშნოს ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი.
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ დექსამეტაზონით და მკურნალობის შემდეგ განიცდიან მძიმე სტრესს, დექსამეტაზონი უნდა აღდგეს, ვინაიდან თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.
წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ პაციენტებში დექსამეტაზონით ან ბუნებრივი გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს არსებული ან ახალი ინფექციის და ინტერსტინალური პერფორაციის ნიშნები.
დექსამეტაზონმა შეიძლება გაამძაფროს სისტემური სოკოვანი ინფექციები, ლატენტური ამებიაზი ან ფილტვის ტუბერკულოზი.
ფილტვების აქტიური ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს დექსამეტაზონი უნდა მიეცეთ (მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად) მხოლოდ ფულმინანტური ან მძიმე დისემინირებული ფილტვების ტუბერკულოზის არსებობის შემთხვევაში. არააქტიური ფილტვების ტუბერკულოზის მქონე პაციენტებმა, რომლებიც დექსამეტაზონით მკურნალობენ, ან მათ ვისაც ტუბერკულინზე დადებითი რეაქცია აქვთ, უნდა მიიღონ ქიმიოპროფილაქტიკა.
განსაკუთრებული სიფრთხილე და მჭიდრო სამედიცინო მონიტორინგია საჭირო ოსტეოპოროზით, ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობით, ტუბერკულოზით, გლაუკომით, ღვიძლის, თირკმლის უკმარისობით, დიაბეტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავიას აქტიური წყლულით, ახალი ნაწლავური ანასტომოზებით, წყლულოვანი კოლიტით და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. ასევე სიფრთხილეა საჭირო მიოკარდიუმის ინფარქტიდან პირველი კვირების განმავლობაში, თრომბოემბოლიის, ასთენიური ბულბარული დამბლის, გლაუკომის, ჰიპოთირეოზის, ფსიქოზის ან ფსიქონევროზის მქონე პაციენტებსა და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
დექსამეტაზონით მკურნალობის დროს შეიძლება მოხდეს დიაბეტის გამწვავება ან ლატენტურიდან აშკარა კლინიკურ დიაბეტზე გადასვლა. ხანგრძლივი მკურნალობის დროს უნდა გაკონტროლდეს შრატში კალიუმის დონე. დექსამეტაზონით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია ცოცხალი ვაქცინებით ვაქცინაცია. მკვდარი ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინებით იმუნიზაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელ მომატებას და არ ახდენს მოსალოდნელ დამცავ ეფექტს. ჩვეულებრივ, დექსამეტაზონი არ მიიღება ვაქცინაციამდე 8 კვირის და ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში. პაციენტებმა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დიდი დოზებით იღებენ დექსამეტაზონს, თავი უნდა აარიდონ წითელას მქონე პაციენტებთან კონტაქტს; შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, რეკომენდებულია იმუნოგლობულინით პროფილაქტიკური მკურნალობა. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებმაც ახლახან გადაიტანეს ქირურგიული ჩარევა და ძვლის მოტეხილობა, რადგან დექსამეტაზონმა შესაძლოა ჭრილობებისა და მოტეხილობების შეხორცების პროცესი შეანელოს.
ღვიძლის ციროზის ან ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში გლუკოკორტიკოიდების მოქმედება ძლიერდება. თუ გაქვთ სისხლის სისტემის სიმსივნე, უნდა აცნობოთ ექიმს ნებისმიერი სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომის შესახებ, როგორიცაა კუნთების კრუნჩვები, კუნთების სისუსტე, გონების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა, ქოშინი.
თუ გახასიათებთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის სხვა დარღვევები, უნდა მიმართოთ ექიმს. ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია - თვალის დაავადება, რომელიც იწვევს არამკვეთრ ან დაქვეითებულ მხედველობას. ეს ჩვეულებრივ აზიანებს ერთ თვალს. კორტიკოსტეროიდულებმა შესაძლოა იმოქმედონ კანის ალერგიული ტესტების შედეგებზე. ბავშვებსა და მოზარდებში დექსამეტაზონი გამოიყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებების არსებობის შემთხვევაში. დექსამეტაზონით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ბავშვისა და მოზარდის ზრდისა და განვითარების ყურადღებით კონტროლი. დექსამეტაზონი არ არის ნაჩვენები რუტინული გამოყენებისათვის დღენაკლულ ბავშვებში, რომლებთაც აქვთ სუნთქვის პრობლემები.
ორსულობა და ლაქტაცია
დექსამეტაზონი ორსულებს უნდა დაენიშნოთ მხოლოდ ცალკეულ გადაუდებელ შემთხვევებში, მხოლოდ მაშინ, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მოსალოედნელ პოტენციურ რისკს. პრეეკლამფსიის დროს რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე. გლუკოკორტიკოიდული მკურნალობის შესახებ ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, ორსულობის დროს ძირითადი დაავადების გასაკონტროლებლად გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე უმცირესი ეფექტური დოზა. გლუკოკორტიკოიდები მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ დედებში, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით მაღალი ფიზიოლოგიური დოზების (დაახლ. 1 მგ) გამოყენებისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შეფერხება და ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სეკრეციის შემცირება.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დექსამეტაზონს არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
სპეციალური ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დექსამეტაზონი შეიცავს ლაქტოზას. თუ გახასიათებთ იშვიათი თანდაყოლილი დარღვევები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტოზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას აბსორბციის დარღვევები, არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პაციენტებმა აუცილებლად უნდა აცნობონ ექიმს, თუ იღებს ან ცოტა ხნის წინ მიიღო სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებიც.
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა გააძლიერონ დექსამეტაზონის ეფექტი, ამიტომ ექიმმი ზედმიწევნით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას, თუკი იღებთ ისეთ ასეთ პრეპარატებს (მათ შორის ზოგიერთ აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალებებსაც: რიტონავირი, კობიცისტატი).
დექსამეტაზონის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის სისხლდენის და წყლულის წარმოქმნის რისკს.
დექსამეტაზონის მოქმედება მცირდება იმ მედიკამენტების პარალელური მიღებისას, რომლებიც იწვევენ CYP 3A4 ფერმენტის აქტივობას (მაგ. ფენიტოინი, ფენობარბიტონი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, რიფაბუტინი, რიფამპიცინი) ან ზრდიან გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლურ კლირენსს (ეფედრინი და ამინოგლუტეტიმიდი); ასე რომ, ამ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს დექსამეტაზონის დოზა. დექსამეტაზონი ამცირებს ანტიდიაბეტური საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, პრაზიკვანტელისა და ნატრიურეტიკების თერაპიულ ეფექტს (ამ პრეპარატების დოზა უნდა გაიზარდოს); ის ზრდის ჰეპარინის, ალბენდაზოლის და კალიურეტიკების აქტივობას (საჭიროების შემთხვევაში ამ პრეპარატების დოზა უნდა შემცირდეს).
დექსამეტაზონმა შეიძლება შეცვალოს კუმარინული ანტიკოაგულანტების მოქმედება; ამიტომ კომბინირებული გამოყენებისას რეკომენდებულია პროთრომბინის დროის უფრო ხშირი კონტროლი. გლუკოკორტიკოიდების და ბეტა₂-რეცეპტორების აგონისტების მაღალი დოზების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალემიის რისკს. ჰიპოკალემიით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნება არითმოგენული და საგულე გლიკოზიდების უფრო მაღალი ტოქსიკურობა.
ანტაციდები ამცირებენ დექსამეტაზონის კუჭში შეწოვას. დექსამეტაზონის საკვების ან ალკოჰოლის პარალელურად მოხმარება არ არის შესწავლილი; თუმცა, მაღალი ნატრიუმის შემცველობის საკვების პარალელურად პრეპარატის მოხმარება არ არის რეკომენდებული. დექსამეტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე მოწევას გავლენა არ აქვს. გლუკოკორტიკოიდები აძლიერებენ სალიცილატების თირკმლისმიერ კლირენსს, აქედან გამომდინარე სალიცილატების თერაპიული კონცენტრაციის მიღწევა შრატში ზოგჯერ რთულია. კორტიკოსტეროიდული დოზის თანდათან შემცირებისას აუცილებელია სიფრთხილე პაციენტებში, რადგან შესაძლოა მოხდეს შრატში სალიცილატის კონცენტრაციის ზრდა, რამაც შეიძლება სალიცილატით ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
პერორალური კონტრაცეპტივების პარალელურად მიღების შემთხვევაში, გლუკოკორტიკოიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს, რაც გააძლიერებს მათ ბიოლოგიურ ეფექტს და გაზრდის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევებს. რიტოდრინის და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დედის სიკვდილი ფილტვის შეშუპების გამო.
დექსამეტაზონის და ტალიდომიდის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკოდერმალური ნეკროლიზი.
ურთიერთქმედება პოტენციური თერაპიული სარგებლის დროს.
დექსამეტაზონისა და მეტოკლოპრამიდის, დიფენილჰიდრამინის, პროქლორპერაზინის ან 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების (სეროტონინის ან 5-ჰიდროქსიტრიპტამინის ტიპის 3 რეცეპტორების, მაგ. ონდანსეტრონი ან გრანისეტრონის) პარალელური გამოყენება ეფექტურია ქიმიოთერაპიის (ცისპლატინის, ციკლოფოსფამიდის, მეთოტრექსატის, ფტორურაცილის) მიერ გამოწვეული გულისრევის შეგრძნებისა და გულისრევის პრევენციისთვის.
შენახვის პირობები და ვადა
ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დაცვის მიზნით. ეს სამედიცინო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
შეფუთვა
10 ტაბლეტი (1 ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში;
მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


